Showing posts with label პოლიტიკა. Show all posts
Showing posts with label პოლიტიკა. Show all posts

პოლიტიკა, სამხედრო ძალა და თავდაცვის აქტი


ადამიანი უხსოვარი დროიდან შეიარაღებულ საზოგადოებად ჩამოყალიბდა, სხვა გზა არც ჰქონდა. სუსტი სახეობა კონკურენციას აგებდა (სირბილი და კბენაც კი არ შეგვიძლია წესიერად) და გადარჩენისთვის ბრძოლის პროცესში ჩამოყალიბდა გონიერ, აგრესიულ და შეიარაღებულ ჯგუფად, რამაც სამყაროს მბრძანებლად აქცია.
ალფა მამრები მოექცნენ "მილიტარიზებული" იერარქიის სათავეში და გაუძღვნენ საკუთარ რაზმებს მამონტებზე სანადიროდ, ადამიანთა და ნეანდერტალელთა ჯგუფების წინააღმდეგ საომრად. გავიდა დრო, დაიხვეწა საზოგადოება, შეიცვალა იარაღი, მაგრამ არ შეცვლილა საკითხის არსი. რისთვისაც შეიარაღებული ადამიანი ინსტინქტურად იბრძოდა შუბით ხელში, იგივეს აკეთებს ეხლაც, არტილერიით, რაკეტებით და მეცნიერულად დასაბუთებულად.
ვიღაც იკითხავს, კი მაგრამ ასე როდემდე უნდა ვიყოთო. მაგ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს, ბოლო რამდენიმე ასეული ათასი წელია ასეა და იმედია ოდესმე უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი. ჰოდა სანამ ეგ მოხდება, გავიაზროთ რა კავშირია პოლიტიკას, სამხედრო ძალას და ... თავდაცვის აქტს შორის.

პოლიტიკა

პოლიტიკა არის მოქმედებათა ერთობლიობა რითაც იმართება საზოგადოება, ან სახელმწიფო. საკუთარ პოლიტიკას ატარებს ნებისმიერი ადამიანი ვისაც თუნდაც რამდენიმე სხვა ადამიანზე აქვს ძალაუფლება. პოლიტიკოსი არის მოქალაქე, რომელიც საკუთარი, ან პარტიული ხედვით ცდილობს ქვეყნის მართვას, ანუ პოლიტიკა ინსტრუმენტია რითაც რეალიზდება ხედვა როგორც ზედა, ასევე ქვედა დონეზე.
"პოლიტიკურ ნებას" მოყავს მოქმედებაში ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი. მაგ.: თუ მმართველ ჯგუფს არ აწყობს განათლებული საზოგადოება, შანსი არაა იმ ქვეყანაში განათლების სისტემა ნორმალური იყოს. თუ იმპორტით და კარტელური გარიგებებით სწრაფ და დიდ ფულს შოულობს მმართველი ელიტა, გამორიცხულია ეფექტური ადგილობრივი წარმოების და კონკურენციაზე დაფუძნებული თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბება.
ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ვის ვაძლევთ ხმას არჩევნებზე. რაც არ უნდა აყალბონ (გაყალბებასაც აქვს თავისი ზღვარი), ხალხის ნების იგნორირება ფიზიკურად შეუძლებელია.

სამხედრო ძალა

სამხედრო ძალა არის პოლიტიკის ორგანული ინსტრუმენტი, პოლიტიკური პროცესის გაგრძელება ძალადობრივი ფორმით. როცა მოლაპარაკებით ვერ ხერხდება სასურველი შედეგის მიღწევა, პოლიტიკოსები ხშირად მიმართავენ ძალას. როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა მოსწრებულად აღნიშნა: "სამხედრო არის პოლიტიკოსის ჯიბეში ჩადებული პისტოლეტი". რაღაზე უნდა ელაპარაკო გაურჩებულს, როცა შეგიძლია იარაღის გამოყენებით მოკლე დროში მიიღო სასურველი? მაგ.: ნაცისტურმა გერმანიამ და სსრკ-მ უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ძალის გამოყენებით დაიწყეს სასურველის მიღება, ელვის სისწრაფით დაიპყრეს: ნეიტრალური ჰოლანდია, დანია, ნორვეგია, ჩეხეთი, ლატვია, ესტონეთი, ლიეტუვა, შუაზე გაგლიჯეს პოლონეთი და ა.შ. ფინეთმა (ომით) და შვეიცარიამ (უომრად) იარაღით მოახერხეს პოლიტიკური ნების ძალით თავს მოხვევის არიდება.
იგივე ხდება საყოფაცხოვრებო დონეზეც. ორი ტიპი მოდის თხოვნით: "ორი ლარი ხომ არ გაქვს ძმა?" თუ მისცემ: "მადლობა ბრატ და წავლენ", მაგრამ მეორედაც მოგთხოვენ, ამჯერად ალბათ 5 ლარს. თუ არ მისცემ, ე.ი. ვერ მორიგდით და შეიძლება ძალა გამოიყენონ კლიენტის დასასჯელად და ჩხუბი ატყდეს, ანუ პოლიტიკური პროცესი გაგრძელდეს ძალადობრივი ფორმით. როდის არ მოგთხოვენ ფულს? როცა თქვენი კრებითი უხეში ფიზიკური ძალა დიდი იქნება (მაგ.: ვიღაცეებს იცნობთ და იმათთან საქმის დაჭერა არ აწყობთ), ან პრობლემური კლიენტი ხართ (მაგ.: იარაღს ატარებთ) და სხვას, უფრო სუსტს და მოწყვლადს დაუწყებენ ძებნას, რათა საკუთარ მოქმედებათა ერთობლიობა, რითაც ცდილობენ მართონ საზოგადოება რეალიზდეს (კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ზემოთ ნახსენები "პოლიტიკა").
თუ პოლიტიკოსები ჩათვლიან რომ სტრატეგიული ჩანაფიქრის მისაღწევად ჯარი საჭირო არაა, მას უბრალოდ აუქმებენ. ასეთი უჯარო სახელმწიფო დედამიწაზე 21 არის. რატომ უნდა ხარჯოს ფული ჯარის შენახვაზე მაგალითად სამოამ, რომელსაც საფრთხე არსაიდან ელის?
სამხედრო ძალის მთავარი ამოცანაა საკუთარი სიძლიერით ომი აარიდოს ქვეყანას თავიდან და ზურგი გაუმაგროს პოლიტიკოსებს მოლაპარაკების დროს. თუ ჯარი სუსტია, ქვეყანა იოლ ლუკმად ითვლება და პირდაპირი აგრესიის შანსი იზრდება.

"ეშმაკის მათრახი" 1920 წ

რისთვის გვყავს ჯარი?

ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჯარი რისთვისაა და რა ამოცანები უნდა გადაჭრას გააზრებული არ გვაქვს არცერთ დონეზე, ეს კი აისახება ერის თავდაცვისუნარიანობაზე. ამ დროს სისტემა დამოკიდებული ხდება მინისტრის/ჩინოსნების კარგ, ან ცუდ ხუშტურებზე, უვარდება პრესტიჟი, პირადი შემადგენლობა კარგავს მოტივაციას და ვერ ვითარდება ნორმალურად.
ქართველი პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან მისცენ მკაფიო შეკვეთა სამხედროებს, საიდანაც მათ ეცოდინებათ უახლესი წლების განმავლობაში რა მიმართულებით უნდა განავითარონ თავდაცვის ძალები, რა რესურსი ექნებათ ამისთვის და რა შედეგს უნდა მიაღწიონ ამა თუ იმ მოწინააღმდეგესთან იარაღით დაპირისპირების შემთხვევაში. სანამ ეს შეკვეთა არ გაჩნდება, სისტემა მართვად ქაოსში იქნება და არ დასრულდება "ცუდი" და "კარგი" მინისტრების ხანა. პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ ეს და არა სამხედროებმა. დიზაინერი არ უკვეთავს კლიენტს დიზაინს, პირიქით ხდება: კლიენტი (პოლიტიკოსი) უკვეთავს დიზაინერს (სამხედროს) და იხდის ფულს შესრულებულ სამუშაოში.
მაგალითად: 2016-2019 წლებში თავდაცვას ლ. იზორია ხელმძღვანელობდა, 2019 წლის ბოლოს ი. ღარიბაშვილმა შეცვალა და უცებ აღმოაჩინა რომ უამრავი პრობლემა დაგროვებულა თურმე (მადლობა 2020 წლის არჩევნებს). გეგონება ღარიბაშვილი და იზორია ერთი გუნდის წევრები არ იყვნენ და 4 წლის მანძილზე იზორია არ აგროვებდა მაგ პრობლემებს! ერთმა თავდაცვის მინისტრმა სამხედრო აკადემია სულაც გააუქმა, რა საჭიროა, სხვა ქვეყანაში ისწავლონო. ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება მრავალი წელია გრძელდება და ბოლო არ უჩანს. 2020 წელს იქამდე დავედით ნედლი ხორცი, ნორმალური ფეხსაცმელი და ახალი მანქანები გვიხარია, ამ დროს სხვები ხელოვნული ინტელექტის და რობოტიზირებული სისტემების ბრძოლის ველზე გამოყენებაზე მუშაობენ. სამხედრო ლიცეუმში ფიზიკური ტესტირება გააუქმეს, ვინმეს მაინც რომ ჩაებარებინა და გვახარეს 61% ით მეტი მსურველიაო. ყალბი პიარი არაა საქმე, საქმე არის სტრატეგიული ჩანაფიქრის განსაზღვრა და სამხედროებისთვის კონკრეტული შეკვეთის მიცემა და ამ შეკვეთის ხარისხზე განუწყვეტელი კონტროლი: "საქმემან შენმან წამოგაჩინოს შენ".
უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში თავდაცვაზე დაიხარჯა დაახლ. 7 მლრდ ლარი და ზუსტად არავინ იცის რაში! 3-4 დღე როგორმე გავძლოთ და ეგებ მერე ვინმე დაგვეხმაროს? ესაა სტრატეგიული ჩანაფიქრი და ამაში იხარჯება წელიწადში 800-900 მლნ. ლარი? ვინმემ რომ იკითხოს: "3-4 დღეს ჯარის გარეშეც ხომ გავძლებთ, სანამ პოლიციას განაიარაღებენ?" რა პასუხი უნდა გასცენ? მიხვდით ხომ? ძალიან ლოგიკურად დგებს დღის წესრიგში ასეთი ჯარის არსებობა-არარსებობის საკითხი. პოლიტიკის ინსტრუმენტი თუ არაა, ძირითად ამოცანას ვერ წყვეტს, ლიცენზირებულ მკვლელებს და საველე მეთაურებს თუ არ ეძებს და არ ზრდის, ახალგაზრდების მასობრივ სამხედრო მომზადებას არ ეწევა, აბა დაახლ. 900 მლნ ლარს რაში ვიხდით? თავის მოტყუებაში? ასეთი შეკითხვები რომ არ გაჩნდეს, საჭიროა საკითხს ძალიან სერიოზულად მივუდგეთ!

თავდაცვის აქტი

ჩემი აზრით, თავდაცვა და განათლება არის ორი სფერო სადაც პარტიებს შორის მომხდარი ეროვნული შეთანხების გარეშე არაფერი არ გამოვა. შეიცვლება მინისტრი, ან პარტია და დაიწყება "ძველის ნგრევა და ახლის შენება", ანუ მუშაობის იმიტაცია და რეალურად საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება, რაშიც აქეთ ჩვენ ვუხდით საკუთარ ფულს. გაწყობთ ასე? ალბათ არა.
როგორც გადაწყვიტეს ეს პრობლემა ცივილიზებულმა ქვეყნებმა, რომლებსაც შედეგის მიღწევა უნდოდათ? მარტივად. პარლამენტში მზადდება ეროვნული შეთანხმების დონის დოკუმენტი, რომლის შედგენაში ყველა საპარლამენტო პარტია მონაწილეობს: "თავდაცვის აქტი", რომელშიც განსაზღვრულია შეიარაღებული ძალების ფუნქციონალური განვითარების ხედვა მომდევნო წლების მანძილზე (ძირითადად: 4, ან 8 წ.). ამ ტრადიციას საუკუნეზე დიდი ისტორია აქვს, მაგალითად ბრიტანეთში 1842 წელს გამოიცა.
ასეთი მიდგომის დროს თავდაცვა მინისტრის ხუშტურებზე კი არაა აგებული, საპარლამენტო პარტიების პოლიტიკოსები საზღვრავენ ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებს, ომის დროს სახელმწიფოს მოქმედების საერთო ჩანაფიქრს, საკუთარი და მოწინააღმდეგის ეკონომიურ, ტექნოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სხვა რესურსებს, ასევე ომის ტიპს (ინტენსიობა, მასშტაბი, ხანგრძლიობა და ა.შ.). გარკვეული აქვთ  საკუთარი და მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეები, სისტემების მდგრადობა ომის საწარმოებლად, მოკავშირეების როლი და ა.შ. ანუ საფუძვლიანად უდგებიან საკითხს და ზუსტად იციან რისთვის ყავთ ჯარი და რა უნდა გააკეთოს ჯარმა როგორც მშვიდობის, ასევე ომის დროს. აქტს კანონის სახე აქვს და პარლამენტის გარეშე ვერავინ ვერ შეცვლის, ანუ არაა დამოკიდებული  მაღალჩინოსნების ახირებებზე. სამხედროებმაც ზუსტად იციან რას ითხოვენ მათგან, სისტემა სამართლიანია და მშვიდად მუშაობენ.
თავდაცვის აქტიდან გამომდინარეობს სხვა ქვემდებარე აქტებიც. მაგალითად ესტონეთის შეიარაღებული ძალების მოხალისეთა ორგანიზაცია "თავდაცვის ლიგის" ძირითადი ამოცანები ჩაწერილია "თავდაცვის აქტში", ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია "თავდაცვის ლიგის აქტი"-თ მოქმედებს, რომელსაც ლიგის შტაბი ადგენს.
ასე იქმნება ძლიერი შეიარაღებული ძალები, რომელსაც ერში პრესტიჟი აქვს და არა მუშაობის იმიტაციით და პიარის მეშვეობით მოსახლეობის დაბოლებით.
ყველა ქვეყანას საკუთარ პრობლემებზე მორგებული თავდაცვის აქტები აქვს, ამიტომ სხვების დაკოპირება დიდი მავნებლობა იქნება. საჭიროა ქართული "თავდაცვის აქტის" შემუშავება. შეგვიძლია? რა თქმა უნდა! არც სპეციალისტები გვაკლია და არც გონიერი ხალხი. პოლიტიკური ნების გარდა არაფერი არ აფერხებს ამ სისტემის შემოღებას!

სახელმწიფო მდივანი

თავდაცვის აქტის პუნქტების ასრულების ზედამხედველად პარლამენტმა (არასაპარლამენტო ვადით) უნდა დანიშნოს "სახელმწიფო მდივანი" (სამოქალაქო კურატორი) რომელიც ძირითადი პასუხისმგებელია იქნება თავდაცვის ძალებში არსებულ სიტუაციაზე და ის არ იქნება პოლიტიკური ფიგურა. მისი ამოცანა უნდა იყოს ტენდერების  მონიტორინგი, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების, საბრძოლო მომზადების, თანხების სწორად განკარგვის კონტროლი, პირადი შემადგენლობის კონკრეტული პრობლემები და ხანგრძლივმოქმედი ხედვით გათვალისწინებული პუნქტების ასრულებაზე ზედამხედველობა. ეს სისტემა აპრობირებულია და ეფექტურად მუშაობს ბევრ ქვეყანაში.
მდივანი და მისი სამუშაო ჯგუფი, სადაც სამხედრო ომბუდსმენიც შევა, დაფინანსებას უნდა იღებდეს პარლამენტიდან და არ უნდა იყონ ანგარიშვალდებული არც სამინისტოსთან და არც გენშტაბთან. ამით მოეღება ბოლო გაუთავებელ „რეფორმებს“ და ახალ-ახალი ჩინოსნების ნაირნაირ „ხედვებს“. პირად შემადგენლობას გაუჩნდება საშუალება მათ მიმართ გამოვლენილი სავარაუდო უსამართლობა გაასაჩივროს და მოითხოვოს სამართლიანი გადაწყვეტა. სრული ხედვა ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ იხილოთ აქ: "მომავლის არმია"

დამატებითი წყაროები
გაეცანით კახა კაციტაძის წიგნს "სტრატეგიის საფუძვლები" (2007 წ)

იარაღის შენახვა-ტარების უფლება აშშ-ში. II შესწორება, 1791 წ.


ჩრდ. ამერიკის 13-მა ბრიტანულმა კოლონიამ დაიწყო აჯანყება იმპერიის წინააღმდეგ, რაც გადაიზარდა დამოუკიდებლობისთვის ომში (American War of Independence: 19.4.1775 - 3.9.1783). 1776 წლის 4 ივნისს ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომელშიც პირველად დაფიქსირდა სახელი: "ამერიკის შეერთებული შტატები" (United States Declaration of Independence). 1787 წელს დამტკიცდა აშშ-ს კონსტიტუცია, რომლითაც ახალი ცენტრალური მთავრობა შეიძლება ზედმეტად უფლე­ბამოსილი გამხდარიყო, ამიტომ 1791 წელს მოხდა "10 შესწორების" დამატება, რათა დაეცვათ სიტყვის, პრესის, რელიგიის და სხვა ძირითადი უფლებები. დღეს ისინი ცნობილია "უფლებათა დეკლარაციის (ბილის)" სახელით.

მეორე შესწორება

1791 წლის 15 დეკემბრიდან ძალაში შევიდა აშშ-ს კონსტიტუციის "მეორე შესწორება", რომლის ძალითაც გარანტირებულია მოქალაქეებისთვის იარაღის შენახვის და ტარების უფლება. ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის დეკლარაციით განისაზღვრა შეიარაღებული აჯანყების უფლება, თუ მთავრობა დიქტატურის დამყარებას შეეცდებოდა: "თუ ვერაგი ჩანაფიქრით აიძულებენ ხალხს შეეგუონ უსაზღვრო დესპოტიზმს, ასეთი მთავრობის ჩამოგდება და უსაფრთხოების ახალი გარანტიების შექმნა ხალხის უფლება და მოვალეობა გახდება".

განვმარტოთ მეორე შესწორება:

"რამდენადაც კარგად რეგულირებული მილიცია აუცილებელია თავისუფალი  სახელმწიფოს უსაფრ­თხოებისთვის, ხალხის უფლება იარაღის შენახვისა და ტარების შესახებ არ უნდა დაირღვეს"
"A well regulated Militia, being necessary to the security of a free State, the right of the people to keep and bear Arms, shall not be infringed"

კარგად რეგულირებული/ორგანიზებული მილიცია - სიტყვა "მილიცია" საქმეში ჩაუხედავმა შეიძლება "პოლიციად" აღიქვას, რადგან სსრკ-ში პოლიციას მილიცია ერქვა. ამერიკაში Militia ეწოდება ერთ რაიონში მცხოვრები მოხალისეების მიერ ჩამოყალიბებულ, შეიარაღებულ და ორგანიზებულ ფორმირებას, რომელსაც უფლება აქვს გამოვიდეს დესპოტიის წინააღმდეგ, დაიცვას კანონიერება/წესრიგი და ჩაებას სიმეტრიულ ომში.

1). დამოუკიდებლობისათვის ომი დაიწყო 1775 წლის 19 აპრილს როდესაც მასაჩუსეტსის მილიცია (მეთაური კაპიტანი ჯონ პარკერი) თავს დაესხა ბრიტანეთის ჯარის კოლონას ლენსინგტონის და კონკორდის რაიონში, რასაც ბრიტანელების უკანდახევა და ორივე მხრიდან 130 ზე მეტი მებრძოლის დაღუპვა მოჰყვა. მილიციის წევრებს პატრიოტებს ეძახდნენ.

ჯონ პარკერის მონუმენტი და მილიციის თავდასხმა ბრიტანელებზე

აშშ-ს შეიარაღებული ძალები დაარსდა 1775 წლის 14 ივნისს (აჯანყების დაწყებიდან 2 თვის შემდეგ) და შედგებოდა როგორც რეგულარული არმიის, ასევე მოხალისეთა მილიციისგან. პოპულარულ ენაზე ამერიკული მილიციის არსს (ვიზეცაა ლაპარაკი II შესწორებაში) კარგად გადმოსცემს ფილმი "პატრიოტი", რომლის კულმინაცია ბოლო სცენაა, როცა რეგულარული და მოხალისეთა დანაყოფები ერთად უტევენ ბრიტანელებს. 1918-1921 წლებში ამერიკული მილიციის მსგავსი ძირითადი ფორმირება საქართველოში "სახალხო გვარდია" იყო.


2). 1903 წლის "მილიციის აქტით" აშშ-ში ორ კლასს ეწოდება მილიცია:
ორგანიზებული მილიცია: აშშ-ს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდია
არაორგანიზებული მილიცია: 17-45 წლის ყველა მოქალაქე რომელიც არაა ეროვნული გვარდიის წევრი.
ე.წ. "მესამე მილიციაა" ეროვნული გვარდიის მოხალისეთა რეზერვი: State Defence Force.

მიმდინარე მოვლენებისას (George Floyd protests, რომელიც დაიწყო 2020 წლის 26 მაისს და დღემდე გრძელდება) აშშ-ში საკუთარი დასახლებული პუნქტების, უბნების და მაღაზიების კრიმინალისგან დასაცავად იარაღით ხელში გამოსული ორგანიზაბული კანონმორჩილი მოქალაქეები იურიდიულ ენაზე "არაორგანიზებული მილიციის" განმარტებაში ხვდებიან და არანაირი თეორიული კავშირიც კი არა აქვთ 90 იანების ქართულ სამთავრობო კრიმინალურ ბანდებთან, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობას ატერორებდნენ, პოლიციაზე მეტი ძალაუფლება ჰქონდათ და კაი ხნით გაუფუჭეს სახელი საქართველოში როგორც "მოხალისეს", ასევე ზოგადად "შეიარაღებული მოქალაქის" უძლიერეს იდეას.


შეიარაღებული მოხალისეები იცავენ მაღაზიას

აშშ-ს უმაღლესი სასამართლოს განმარტებით "კარგად რეგულირებული" (well regulated) ნიშნავს დიციპლინის და საბრძოლო მომზადების სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას. თუ შეიარაღებული მოქალაქეების რაზმი არ არღვევს კანონებს/წესრიგს და იცის იარაღთან მოპყრობა, ის ითვლება "კარგად რეგულირებულად".
აშშ-ს ერთერთმა დამაარსებელმა მამამ ა. ჰამილტონმა 1788 წელს ასე ახსნა "კარგად რეგულირებულის" მაშინდელი გააზრება: "სამხედრო საქმიანობაში მონაწილეობა ითხოვს დროს და პრაქტიკას. ამას არც დღეები და არც კვირეები არ ეყოფა. საჭიროა ფერმერთა და მოქალაქეთა სხვა კლასების ფართო მასების ჩართვა სამხედრო ვარჯიშებში, რომლებიც უნდა იმართებოდეს ხშირად, რათა მივაღწიოთ სრულყოფილების ისეთ ხარისხს, რაც დაახასიათებს მათ როგორც კარგად რეგულირებულ მილიციას".

ამიტომ აშშ-ში უამრავი ღია და დახურული სასროლეთია. მოქალაქეს შეუძლია გააფორმოს პროფესიული კონტრაქტი და გახდეს პროფესიით სამხედრო, ვისაც სრული დროით სამსახური (ანუ სამხედრო საქმის პროფესიად ქცევა) არ უნდა, მოხალისედ მიდის სხვადასხვა სახეობის "part time" რეზერვში. ვისაც ესეც არ უნდა, სრული უფლება აქვს საკუთარ იარაღს მოკიდოს ხელი, გაერთიანდეს თანამოაზრეებთან და კანონის/წესრიგის დაცვის მოტივით გამოვიდეს გარეთ როცა საჭიროდ ჩათვლის. სადაც კი გამოდის militia, იქ ეგრევე წყდება მარადიორობა და უწესრიგობები. შეიარაღებულ ხალხს წინ ვერაფერი გადაუდგება!

ერ. გვარდია (ორგანიზებული მილიცია) და მოხალისეები (არაორგანიზებული მილიცია)
ერთად იცავენ მინეაპოლისის უბნებს. ივნისი 2020

ამიტომ როცა რადიკალი მემარცხენეები (სოციალისტები, ლიბერალები, ანტიფა და ა.შ.) ითხოვენ იარაღის აკრძალვას და რეგულაციების გამკაცრებას, ამას ყოველთვის მწვავე რექცია მოსდევს თავისუფლების მომხრეთა მხრიდან, რომლებსაც II შესწორება სამართლიანად მიაჩნიათ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად და დიქტატურის დამყარების N1 პრევენციად.


შეიარაღებულ ხალხში შეუძლებელია დესპოტიის წარმოშობა. აღსაღნიშნავია რომ აშშ-ში დაახლ. 396.000.000 იარაღია კანონიერ ბრუნვაში, ანუ მთელი დედამიწის ცეცხლსასროლი იარაღის 40% და ყოველ 100 მოსახლეზე 121 იარაღი მოდის. მოსახლეობა პოლიციაზე ორჯერ ხშირად ესვრის კრიმინალს და პოლიციასთან შედარებით 5-ჯერ ნაკლები აქვთ შემთხვევითი ადამიანების დაზიანების მაჩვენებელი წყარო.

კრიმინალი იარაღს ყოველთვის იშოვნის! მისთვის სულერთია აკრძალულია თუ არა

II შესწორებასთან დაკავშირებით აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ  2008 (District of Columbia v. Heller, 554 U.S. 570) და 2010 (McDonald v. Chicago, 561 U.S. 3025) წლებში ორი ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ დააზუსტა რომ შესწორება არ ეხება მხოლოდ მილიციის წევრებს და ყველას აქვს უფლება გამოიყენოს იარაღი კანონიერი მიზნისთვის (მაგ.: კერძო საკუთრების დაცვისას) და შტატის ხელისუფლებებს და ადგილობრივ ადმინისტრაციებს არა აქვთ უფლება ფედერალური მთავრობის რეგულაციაზე მეტი შეზღუდვები დააწესოს იარაღთან დაკავშირებით.

დასკვნა

იდეალური იქნებოდა საერთოდ რომ არ იყოს დედამიწაზე იარაღით რაიმეს დაცვის საჭირობა. ძალიან მიყვარს ბუნება, მთლიანად მას დავუთმობდი დროს და არა სამხედრო თემატიკას, მაგრამ რეალობა ესაა და უტოპიაზე დროის დაკარგვას არავის გირჩევთ! წყლის ნაყვა და მავნებლობაა პაციფიზმის ქადაგება, განსაკუთრებოთ კავკასიაში, სადაც სუსტი დაუყოვნებლივ იჩაგრება. თუ გვინდა რომ ომში არ გაგვხვიონ, მილიტარიზებულ საზოგადობად უნდა ვიქცეთ, რომლის წინააღმდეგ ძალადობა ძალიან ძვირი დაუჯდება ნებისმიერს. ეს სიძვირე კი თავისით აჩენს მოლაპარაკების და არა ომის სურვილს - ძლიერთან მოლაპარაკებას არჩევენ. ამიტომ თუ წყნარად და მშვიდად ცხოვრება გვინდა იარაღი კი არ უნდა მოვიშოროთ, პირიქით მაქსიმალურად უნდა შევიარაღდეთ და ავიმაღლოთ იარაღის კულტურა.
"გინდა მშვიდობა? ემზადე ომისთვის!" ეს სისხლისმსმელობა და აგერესიულობა კი არა, ელემენტარული ცხოვრებისეული ლოგიკაა რომელიც კარგად ესმოდათ 1918-1921 წლებში და "შეიარაღებული ხალხის" კონცეპციას ეტაპობრივად მიჰყვებოდნენ, სამწუხაროდ არ დასცალდათ. მილიციური სისტემა მოისპო ოკუპაციის შემდეგ, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული ისევ აღორძინდება და ქართველი ერის თავისუფლების საყრდენი გახდება!


დამატებითი ინფორმაცია:

ქართველი კონსერვატორის გზამკვლევი


კონსერვატიზმი პოლიტიკური იდეოლოგიაა რომელიც წარმოიქმნა მე-18-ე საუკუნის დასაწყისში როგორც პასუხი საფრანგეთის რევოლუციის საშინელებებზე. ლათინური სიტყვა conservo ნიშნავს "შენახვას", ამ სიტყვიდანაც ჩანს რომ მსოფლმხედველობის მთავარი ამოსავალი საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ერის განმსაზღვრელების (მაგ.: ენა, კულტურა), ტრადიციული ღირებულებების და წესრიგის შენარჩუნებაა. ნამდვილი კონსერვატორი საკითხების ევოლუციურად და ბუნებრივი გზით გადაჭრის მომხრეა, მისთვის უცხოა რადიკალიზმი და ექსტრემიზმი. ყველაფერს აკეთებს რომ ამაღლდეს ერის თავდაცვისუნარიანობა, ურჩევნია მოკლან ვიდრე ითანამშრომლოს თავისი ქვეყნის ოკუპანტთან და ასრულოს მტრის პოლიტიკური შეკვეთები.

ყველა ქვეყანას კონსერვატიზმის საკუთარი განვითარების გზა და კონტექსტი გააჩნია იემენელის კონსერვატიზმი არ გავს შვედისას, ან ირანელის კანადელისას (ეს მომენტი ძალიან განასხვავებს კონსერვატიზმს სოციალიზმის, ან ლიბერტარიანელისგან, რომელთა შეხედულებები უნივერსალურია). გარდა ამ ბუნებრივი განსხვავებისა ის იყოფა სხვადასხვა შიდა-მიმდინარეობად: ეროვნული, სოციალური, ლიბერალური, პატერნალური და ა.შ.

სურათის უკეთ აღსაქმელად, კონსერვატული ქვეყნებია მაგალითად: შვეიცარია, სამხრეთ კორეა, იაპონია, საუდის არაბეთი. ხოლო აშშ-ს რესპუბლიკური პარტია დასავლური სამყაროს ძირითადი პოლიტიკური ძალაა. თანამედროვე სამყაროში პოლიტიკური ფილოსოფიების ჩარჩოები მკაცრი არაა და მიდგომების ჰიბრიდს წარმოადგენს, ამიტომ მათ სიღმეში წასვლა წყლის ნაყვაა, ხოლო სხვა ქვეყნების კონსერვატიზმი ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა განსხვავებული კონტექსტების გამო, ამიტომ შევეცდები ავღწერო კლასიკური კონსერვატიზმის ზოგადი პრინციპები და ასევე ალაგ-ალაგ დავაფიქსირებ საკუთარ შეხედულებებს (სამოქალაქო პატრიოტიზმზე დაფუძნებულს, თუმცა ამაზე სხვა დროს). სტატია მიზნად ისახავს საკითხის გააზრებას და სადისკუსიო ველის შექმნას.

ცხოვრების აღქმა

კონსერვატორი სამართლიანია (მაგ.: შეუძლებელია გააყალბებინო არჩევნები, ან დაასჯევინო უდანაშაულო), რადგან კარგად იცის სამართლიანობის გარეშე მისთვის ასე მნიშვნელოვანი ერი და სახელმწიფო ჩამოიშლება, ხოლო პატრიოტიზმი ცარიელი სიტყვა გახდება. იმას არ ვამტკიცებ რომ სოციალისტი, ან ანარქისტი აპრიორი უსამართლოა, ჩემი მიზანი კონსერვატორის აღწერაა და რატომაა სამართლიანი იმას ვხსნი.

კონსერვატორისთვის ადამიანის პირადი თავისუფლება მნიშვნელოვანია, მაგრამ თვისუფლების ორგანულ შემადგენლად პირადი პასუხისმგებლობა მიაჩნია. რამეს თუ აკეთებ, პასუხიც უნდა აგო! მაგრამ თუ ამ კეთებაში ერის ინტერესებს და სახელმწიფოს  აზიანებ, კონსერვატორი წინააღმდეგობას გაგიწევს, რადგან მისთვის წმინდას შეეხე. ანუ ინდივიდუალურ თავისუფლებაზე მეტად კოლექტიურს აფასებს, მაგრამ ორმხრივ კომპრომისს დათანხმდება (უფრო ვრცლად იხილეთ ქვემოთ), თუ წითელი ხაზი გადალახული არაა.

მიდგომებში არის ზომიერი და დაბალანსებული. კონსერვატორი შეიძლება დახასიათდეს როგორც "35-45 წლის დაჭკვიანებული მოქალაქე", რომელიც ჯერ ფიქრობს, პასუხისმგებლობას იაზრებს და მხოლოდ ამის მერე მოქმედებს. ასაკი აღწერის გამო მოვიყვანე, შეიძლება 17 წლის მოზარდიც იყოს ასეთი. მოკლედ კონსერვატორი ვერ იქნება რადიკალი რომელიც პირზე დუჟმომდგარი რაღაც უტოპიას ამტკიცებს და 12 წლის მოზრდის მსგავსად საერთოდ არ ფიქრობს მოსალოდნელ შედეგზე. კონსერვატორისთვის მისაღებია ევოლუციური ცვლილება და არა დამანგრეველი რადიკალური გამოხტომები.

კონსერვატორი არ არღვევს საზოგადოებაში მიღებულ და ბუნებრივად დადგენილ წესებს. მაგ.: არ ჩაიხდის შარვალს და არ მიუშვერს უკანალს ვიღაცას პროტესტის გამო (ქართველი ანარქისტი ან "ლიბერო-ლევაკი" კი იზამს), რადგან "ეგეთი რამე ქართველებში მოსული არაა" და ჩამოყალიბებულ განწყობას ეწინააღმდეგება. თუმცა შოტლანდიელი კონსერვატორისთვის ასე მოქცევა ალბათ ნორმალურიცაა, რადგან ადგილობრივ ტრადიციაში ჯდება.
კონსერვატორისთვის მიუღებელია კრიმინალური სუბკულტურა და არ დაემორჩილება მის წესებს, რადგან რაც სახელმწიფოს და ერს აზარალებს კონსერვატორში პროტესტს იწვევს.

კონსერვატორს მიაჩნია რომ ზოგადად ადამიანი და საზოგადოება იდეალური არაა და რაც არ უნდა სცადო მაინც ავკარგიანი იქნება - განსხვავებით მემარცხენე რადიკალების, ანარქისტების და სოციალისტებისგან, რომელთა აზრითაც  საკმარისია ადამიანებს თავისუფლება და თანასწორობა მისცე, პრობლემები მოგვარდება და ყველა ბედნიერად იცხოვრებს. ასეთი უტოპიური იდეალიზმი კონსერვატიზმს არ ახასიათებს. ის რეალურად აფასებს ცხოვრებას და ხედავს რომ ადამიანები მხოლოდ კანონის წინაშე თუ იქნებიან თანასწორები. ყველა სხვა შემთხვევაში ბიოლოგიური სხვაობა სახეზეა (მაგ.: ზოგი ნიჭიერია და ზოგი არა, ზოგი მშრომელია და ზოგი უქნარა) და ამას ვერავითარი "გათანაბერება" ვერ უშველის. დედამიწაზე სამოთხის მოწყობის მცდელობები საკონცენტრაციო ბანაკებით და მილიონობით მოკლულით სრულდება.

რ. რეიგანის 1975 წლის ცნობილი გამოსვლა: "თუ ფაშიზმი მოვა ამერიკაში, ის მოვა ლიბერალიზმის სახით"

მთავრობა, პრივილეგიები, ბიუროკრატია და თვითმმართველობა

კონსერვატორს კარგად ესმის რომ რაც უფრო დიდია მთავრობა და მრავალრიცხოვანია ბიუროკრატია, მით უფრო ცუდად კეთდება ეროვნული საქმე და მეტს ამოუღებენ ჯიბიდან, ამიტომ მხარს უჭერს "მცირე მთავრობის" იდეას, სადაც ბიუროკრატია მინიმუმზეა დაყვანილი. ჩვენს რეალობაში ბიუროკრატიის კაი დიდი ნაწილი მმართველი პარტიის აქტივის დასაქმების ადგილია, ბევრი სამსახურში არც კი დადის ისე ვუხდით საკუთარი ჯიბიდან (!) ფულს. კონსერვატორისთვის (და ზოგადად ყველა ნორმალური ადამიანისთვის) კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მოწყობა! შვეიცარიაში 8 სამინისტროა და ადგილობრივ მმართველობებში კადრების დეფიციტია, რადგან პოლიტიკა დასაქმების საშუალებად არ აღიქმება და პრივილეგიის წყაროც არაა.

ჩვენთან 150 პარლამენტარი ზედმეტია და 100 -ც ეყოფა, ანუ  ერთი კანონმდებელი 37.000 მოქალაქეზე. 30% ით შემცირდება ხარჯი და გამონთავსუფლებული თანხით ბევრი პატრიოტული პროექტის დაფინანსებაა შესაძლებელი. შვეიცარია ვახსენე და იქ 1 კანონმდებელზე 35.000 მოქალაქე მოდის.

გაუგებარია რა საჭიროა ე.წ. "გუბერნიები", რომელთა მარგი ქმედების კოეფიციენტი მინუსებშია გადასული, სინამდვილეში მმართველის პარტიის ადგილობრივი აქტივია და ზედმეტ ტვირთად აწევს ხალხის ფულს (ანუ ბიუჯეტს). კონსერვატორი მხარს უჭერს ფართო თვითმმართველობას და არჩევითობას, რადგან მიაჩნია რომ ყველა თემმა უკეთ იცის რა სჭირდება და თვითონ უნდა ირჩევდეს საკუთარ მმართველობას.

რაც შეეხება პრივილეგიებს, მაქსიმალურად უნდა მოიხსნას ყველა ზედმეტი პრივილეგია. მაგალითად პერსონალური მანქანით მომსახურება გასაუქმებელია (იშვიათი გამონაკლისების გარდა) და საკუთარი, ან საზოგადო ტრანსპორტით უნდა იარონ მაღალჩინოსნებმა, პარლამენტარებმა და ა.შ.
კონსერვატორულ საზოგადოებაში მთავრობა და ბიუროკრატია არის მცირე, ხოლო რეგულაციები გონივრულ-დასაბუთებული და ხელს არ უშლის ეროვნულ ინტერესებს, ეკონომიკას და ადამიანის პირადი თავისუფლების პრინციპებს.

კონსერვატორი აპრიორი ბოროტებად არ თვლის სახელმწიფოს, მაგრამ მიაჩნია რომ ეს წარმონაქმნი უნდა ემსახურებოდეს ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას, იცავდეს თავისუფლებას და იქ მომუშავე ადამიანები უბრალო დაქირავებულები არიან, რომლებსაც გადაირჩევს თუ კარგად არ მოემსახურებიან.

მონარქია საქართველოში 220 წლის წინ გაუქმდა, ეს ტრადიცია პირწმინდად დაკარგულია და არც კონსტიტუციური მონარქიის გამოცდილება გვაქვს, ამიტომ რესპუბლიკურ წყობას ვუჭერ მხარს, თუმცა მონარქიის აღდგენის მოთხოვნა კონსერვატორულია არსით.


კერძო საკუთრება და საგადასახადო სისტემა

ეკონომიურ საკითხებში კონსერვატორი ცალსახად მემარჯვენეა, მხარს უჭერს კერძო საკუთრებას, მის ხელშეუხელობას და დაბალ გადასახადებს. რადგან თავისუფლება წარმოუდგენლად მიაჩნია კერძო საკუთრების გარეშე. თუმცა რაც უფრო ნაკლებად ჩაუყოფს ხელს მთავრობა ჯიბეში, მით უფრო კმაყოფილი იქნება, რადგან თავისუფლების მისეულ გააზრებაში საკუთარი ფულის თავის ჭკუაზე ხარჯვაც შედის, რაც ეწინააღმდეგება მემარცხენე მიდგომას, სადაც მთავრობას მიაქვს ბევრი და შემდეგ "სამართლიანად და თანაბრად უნაწილებს ყველას" - ეს პრინციპი ხელს უწყობს სხვადასხვა იდეოლოგიის დიქტატორულ რეჟიმებს ხალხის თავის ჭკუაზე მართვაში და ადამიანის დამონების ფუნდამენტია (გამონაკლისი სკანდინავიაა, თუმცა იქ სპეციფიური სიტუაციაა), ანუ თვითონ იციან რა არის კარგი ჩვენთვის, თვითონ წყვეტენ რა უქნან ჩვენს ფულს და ის უნდა ვაკეთოთ რაც მათ უნდათ. კონსერვატორი ამის წინააღმდეგია, რადგან კარგად ხვდება რომ თუ ასეთები სათავეში გაძვრებიან, თავისი ნებით აღარ წავლენ მწვერვალიდან, არჩევნები ფორმალური უაზრობა გახდება, ხოლო განსხვავებული აზრის მქონეებს დევნას დაუწყებენ ხალხზე ზრუნვის ლოზუნგებით. ბოლო 100 წელიწადია სწორედ ამ სისტემის გამოვლინებებს ვხედავთ სხვადასხვა ფორმით. 1992 წელს კანონიერად არჩეული პრეზიდენტის ჩამოგდების შემდეგ სოციალისტურ-ოლიგარქული უღელი გვადგას კისერზე, რომელსაც ჩვენი უფლებების ხარჯზე აქვს მოპოვებული პრივილეგიები და შეუჩერებლად აფათურებს ჩვენს ჯიბეში ხელებს, რა თქმა უნდა ჩვენზე ზრუნვის ლოზუნგებით, სინამდვილეში როგორც ბიდლოს ისე გვიყურებენ და დაგვცინიან.
კონსერვატორს მიმაჩნია რომ ადამიანს თევზი კი არ უნდა მისცეს მთავრობამ, თევზაობის სწავლაში უნდა შეუწყოს ხელი, რათა მოქალაქემ საკუთარი პოტენციის რეალიზება შეძლოს. სიღარიბეს სოციალური დახმარებით კი არა (არჩევნების წინ გაჭირვებული თანამოქალაქეების უნამუსოდ მოსყიდვის პრაქტიკაა რეალობაში), ადგილობრივი წარმოების გაზრდით და კერძო ბიზნესის ფეხზე დადგომით უნდა ვებრძოლოთ, რაც მოხერხებადია სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოს პირობებში! ბიზნესმენს არავისთან არ უნდა უწევდეს "საქმის დალაგება" და ჩალიჩი. ეს პირდაპირ გამორიცხავს ეკონომიურ წინსვლას და სიღარიბეს იწვევს!

თავდაცვა და დამოკიდებულება იარაღთან

კონსერვატორისთვის შეიარაღებული ძალების სიძლიერე ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ყველანაირად უწყობენ ხელს ჯარის გაძლიერებას და მხარს უჭერენ მოქალაქეების მაქსიმალურად ჩართულობას თავდაცვის ძალების პირდაპირ და არაპირდაპირ საქმიანობაში. კონსერვატულ საზოგადოებაში ჯარი და ხალხი ერთი ორგანიზმია.
შვეიცარიის არმია ევროპაში ერთერთი უძლიერესია. 630 ტანკი და ქსმ, 1700 ჯტრ და ჯავშანმანქანა / როგორ აირიდა ომი თავიდან შვეიცარიამ 1940 წელს

კონსერვატორმა კარგად იცის რომ იარაღთან დაშვება ეზღუდება და ეკრძალება: გიჟს, მონას და ოკუპირებულს. კრიმინალი იარაღს ყოველთვის იშოვის და კანონმორჩილი ზარალდება (ლონდონმა გადაუსწრო ნიუ-იორკს იარაღით ჩადენილ დანაშაულში, არადა ინგლისში დანაზეც მკაცრი შეზღუდვებია). ამიტომ მომხრეა მის ქვეყანაში იყოს იარაღის მაღალი კულტურა, ბევრი ღია სასროლეთი, მსროლელთა კლუბები და მოკლელულიანი იარაღის ფარულად ტარების უფლება უნდა ჰქონდეს ყველას, ვინც შესაბამის ლიცენზიას აიღებს. მაგ.: აშშ-ში ამ მიმართულებას რესპუბლიკური პარტია ლობირებს. ესტონეთში ეს სისტემა სრულად მუშაობს და ა.შ.
ხალხის განიარაღებას ხელი ეწყობა: "ლიბერალურ-ლევაკურ", ფაშისტურ, ნაცისტურ და კომუნისტურ საზოგადოებებში, რადგან შეიარაღებული, თავისუფალი მოქალაქე ამათ დღის წესრიგს საფრთხეს უქმნის.

არადა "იარაღი არ კლავს, კლავს ადამიანი"

დროა ცოტა გავიცინოთ, ნახეთ ეს ორი ვიდეო:

მოქალაქეობა, მიგრაცია და ქართული ენა

კონსერვატორისთვის საქართველოს მოქალაქეობა და ქართული ენის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველოს მოქალაქეობის მიღება უნდა იყოს რთული, ხოლო ვინც არ იცის ქართული ენა მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება და საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმების უფლებაც არ უნდა ჰქონდეს. ხმის მიცემა კი არა, პარლამენტარები (ანუ კანონმდებლები) გვყავს, რომლებმაც საერთოდ არ იციან ქართული! ასეთი აბსურდი ყველაზე რბილი მიდგომის ქვეყნებშიც წარმოუდგენელია. ეხლა თავად განსაზღვრეთ რა მსოფლმხედველობის ხალხის მართავს საქართველოს 1992 წლიდან მოყოლებული. ქართველი თუ არ სცემს პატივს საკუთარ ენას, ეროვნულა უმცირესობამ რატომ უნდა სცეს, ან რატომ უნდა ისწავლოს, როცა საჭიროებას ვერ ხედავს, ისედაც კარგად ცხოვრობს საქართველოში და კანონმდებელიც კი შეუძლია გახდეს!
კონსერვატორის დამოკიდებულება სახელმწიფო ენასთან კარგად ჩანს ესტონელების მაგალითზე, რომლებიც "პარლამენტს" ესტონურ სიტყვა "რიიგიკოგუ" (ქართ.: სახელმწიფო საკრებულო) უწოდეს და მათი ენობრივი პოლიტიკა ხშირად გამხდარა რუსეთის დიდი უკმაყოფილების მიზეზი. კონსერვატორის ხელში ენის პალატა მკაცრად იზრუნებდა ენის სიწმინდის დაცვაზე და შესაბამისი კანონების აღსრულებაზე.


სოფლის მეურნეობა და დამოკიდებულება მიწის გაყიდვასთან

კონსერვატორს მიაჩნია რომ მისი ქვეყანა მაქსიმალურად უნდა იყოს უზურნველყოფილი ადგილზე ნაწარმოები საკვებით, რადგან მისთვის, პირველ რიგში ეროვნული უსაფრთოების საკითხია სოფლის მეურნეობა და ზოგადად ადგილობრივი წარმოება. ამ მიდგომის სისწორე დაამტკიცა 2020 წლის მსოფლიო პანდემიამ, როცა ყველა ქვეყანამ პირველ რიგში საკუთარ თეფშს დაუწყო ყურება.
ძალიან ბევრ ქვეყანაში მიწის უცხოელებზე მიყიდვაზე ან აკრძალულია, ან შეზღუდვაა დაწესებული. მაგალითად პოლონეთში, ან ბულგარეთში 5 წელი უნდა ცხოვრობდეს უცხოელი მიწის ყიდვაზე განაცხადი რომ შეიტანოს და თან დამუშავების გეგმა უნდა წარადგინოს. დაახლოებით იგივე მიდგომა აქვთ ბალტიისპირეთში. საფრანგეთში მიწის მიყიდვა უცხოელზე დაშვებულია მაგრამ ძალიან ბევრი რეგულაციით, ხოლო ვენახების გაყიდვა საერთოდ აკრძალულია, რადგან ეროვნულ სიმდიდრედ ითვლება. ესპანეთში ზღვიდან 150 მეტრის დაშორებაზე მდებარე მიწა სამეფოს საკუთრებაშია და გაყიდვა აკრძალულია, კანადაში უცხოელი მიწას კი იყიდის დიდი ვაი-ვაგლახის მერე, მაგრამ ზოგ რეგიონში სხვა პროვინციის მცხოვრებსაც კი ეკრძალება სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა. აშშ-ში უცხოელს შეუძლია მიწყის ყიდვა მაგრამ იმდენი ბიუროკრატიული წინააღმდეგობა ხვდება რომ მხოლოდ 1% არის გაყიდული.
კონსერვატორების (და როგორც ხედავთ სხვებისთვისაც) სასოფლო-სამეურნეო მიწა არ არის ყიდვა-გაყიდვის ობიექტი, რომელიც შეგიძლია თავისუფლად აბრუნებინო უცხოელებს. თუ მიწის მიყიდვის ნებართვას მაინც გავცემთ, ძალიან სერიოზულ აგრო-პროექტზე უნდა იყოს საუბარი, ტექნოლოგიების შემოტანით და ა.შ.

რელიგია

რელიგია მთელს დედამიწაზე აინტერესებს მოსახლეობის დაახლ. 10-15%-ს, თუმცა ყველა წესიერი ადამიანისთვის მათ მიერ ნაქადაგარი ზნეობის ზოგადი წესები მისაღებია: "არ მოკლა, არ მოიპარო, არ დაჩაგრო, არ გააუპატიურო, არ მოატყუო და ა.შ." უნივერსალური, ტრადიციული კოდექსია ყველა ადამიანისთვის დედამიწაზე.
კონსერვატორების უმეტესობა თავისი ქვეყნის ტრადიციული რელიგიის მიმართ დადებითადაა განწყობილი, ან მისი წევრია, მაგრამ ითვალისწინებს რელიგიურ მრავალფეროვნებას, არჩევნის თავისუფლებას და თუ რელიგიური პირი საფრთხეს არ უქმნის მოსახლეობას (ტერორიზმით, ან სისხლის სამართლის დანაშაულისკენ მოწოდებით), არც ერჩის მას.

ადამიანის უფლებები, LGBT და მიგრანტები

კონსერვატორისთვის პირადი თავისუფლება მნიშვნელოვანია და კარგად ესმის რომ საკუთარი იქ მთავრდება სადაც სხვისი იწყება. ამიტომ მიდგომაც ლოგიკური აქვს: თუ ვიღაცის თავისუფლება საფრთხეს არ უქმნის სხვა ადამიანებს, ერის და სახელმწიფოს ინტერესებს, კონსერვატორი შემყნარეა, მაგრამ კოლექტიური ინტერესი უფრო ფასდება ვიდრე ინდივიდის. მაგალითი: ოთახში 10 კაცია, აქედან 9 ფეხბურთს უყურებს, ერთი კი წიგნს კითხულობს. პრობლემაა სადაა? არსად. მაგრამ თუ წიგნის მკითხველი ხმამაღლა დაიწყებს კითხვას და ხელს შეუშლის დანარჩენებს ფეხბურთის ყურებაში პრობლება წარმოიქმნება. კონსერვატორის მიდგომა ასეთია: პატივს ვცემ შენს არჩევანს, აკეთე რაც გინდა, მაგრამ ნერვებს გვიშლი და მორიგება მოგვიწევს. შენ ჩუმად წაიკითხავ, ჩვენ კი ტელევიზორს ხმას ჩავუწევთ! რას უზამდნენ "წიგნის მოყვარულს" კომუნისტები, ნაცისტები და "ლიბერო-ლევაკები" თავად წამოიდგინეთ 😜 ლიბერალიზმს რატომ არ ვახსენებ? კლასიკური ლიბერალიზმი კონსერვატიზმის ნაწილი გახდა და აღარც არსებობს პირვანდელი სახით. "ლიბერალებს" ხშირად თანამედროვე "მემარცხენე კომინტერნის" მომხრეებს უწოდებენ.
იგივე მიდგომა ეხება LGBT თემასაც. კონსერვატორი ზოგადად ჩაგვრის წინააღმდეგია, მითუმეტეს მოწყვლადი და მცირერიცხოვანი ჯგუფის, მაგრამ გრანტებს დახარბებული აქტივისტების მიერ ჩატარებული მყვირალა აქციები წიგნის ხმამაღლა კითხვის ეფექტს ახდენს, აღიზიანებს უმრავლესობას და გარდა მაგისა, ხელს უწყობს კოლაბორაციონისტებისთვის სასურველ უარყოფით ჭრილში დასავლური საზოგადოების წარმოჩენას, რის გამოც ეროვნულად განწყობილი ადამიანების უმეტესობა უარყოფითად განეწყო მსგავსი აქტიობებისადმი. რაც აძლიერებს ოკუპანტს, მიღებული არაა კონსერვატორებისთვის. ის არ ერჩის LGBT თემის წარმოამდგენელს, მიაჩნია თანამოქალაქედ და არასოდეს არ შეუვარდება სახლში, ან კლუბში, თუმცა თვლის რომ უმცირესობამაც უნდა გაითვალისწინოს უმრავლესობის განწყობა და არ დაუშვას აქტივისტების მიერ მოწყობილი პროვოკაციები.

უმრავლესობა-უმცირესობის საკითხში კონსერვატორი ყოველთვის ზომიერ გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს, სადაც ორივე მხარის ინტერესი გათვალისწინებული იქნება კომპრომისებით და ეროვნული ერთობა შენარჩუნდება. ვის არ აწყობს ასეთი ეროვნული ჰარმონია იოლი მისახვედრია, მხოლოდ გარე ძალებს, რომლებიც საქართველოს სტაბილურობით და განვითარებით დაინტერესებულები არ არიან და რაც უფრო მეტ დაპირისპირებულ ჯგუფად დავიშლებით მით უფრო იოლად გააკეთებენ თავის ანტიქართულ საქმეს!

რაც შეხება მიგრანტებს, წინააღმდეგი ვარ მათი საქართველოში მასობრივი დასახლების. დავნილების ნაწილი უნდა მივიღოთ, მაგრამ დროებით (როგორც საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები შევიფარეთ და გადავაგზავნეთ ევროპაში). მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა მივცეთ მათ საქართველოში დარჩენის უფლება.

შვეიცარიის სახალხო პარტიის (25.6% 2019 წლის არჩევნებზე) პლაკატები ემიგრანტების მიღების და მინარეთების აშენების წინააღმდეგ

"ნებისმიერი თანამდებობა ან პოზიცია ჩემთვის საქმის კეთების საშუალებაა" ინტერვიუ : პაატა გიგაური


ინტერვიუ აღებულია 2020 წლის 1 მაისს 
მშვიდობის უზრუნველყოფა ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის მოგებას ნიშნავს. რა სტრატეგია და რეფორმები გვჭირდება იმისთვის, რომ დღეს საქართველო, როგორც სახელმწიფო იყოს ამ მთავარ ბრძოლაში გამარჯვებული? აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო მოძრაობის წევრი და "მომავლის არმიის" ხედვის ავტორი, პაატა გიგაური გვესაუბრება.
 
– მოგესალმებით, პაატა. იყო თუ არა თქვენთვის საინტერესო სამხედრო სფერო ბავშვობიდან, თუ მოგვიანებით, გააზრებულ ასაკში დაინტერესდით?

– ბავშვობიდან დავინტერესდი. ჩვენს სახლთან ახლოს, საბურთალოზე, იყო ამიერკავკასიის სამხედრო მუზეუმი, რომლის ეზოში დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა იდგა. ერთ დღესაც შემთხვევით შევამჩნიე და მას შემდეგ მუზეუმის ხშირი სტუმარი ვიყავი. ამას დაემთხვა ეროვნული მოძრაობის დაწყება და ეთნიკური დაპირისპირება პირველად ქვემო ქართლში და შემდეგ – სხვა რეგიონებში 80–იანი წლების ბოლოს, მართალია, მაშინ 12-13 წლის ვიყავი, მაგრამ ამ მოვლენებს განვიცდიდი, რადგან მშობლები პატრიოტულად მზრდიდნენ. აფხაზეთის ომის დროს დამაინტერესა, არსებობდა თუ არა წვევამდელი ასაკის ახალგაზრდების მომზადების საშუალება. რა პასუხსაც მივიღებდი, ძნელი გამოსაცნობი არაა, – დამცინეს, ქვეყანა ქაოსში იყო გახვეული. უნივერსიტეტში სწავლის დროს გავიარე უმცროს ოფიცერთა კურსი და მაქსიმალურად ვეცნობოდი სამხედრო ლიტერატურას.
პროფესიულ სამხედრო კარიერაზე ოჯახური პირობების გამო უარის თქმა მომიწია, მაგრამ 2007 წელს, როცა აღმოვაჩინე, რომ მსგავსი მომზადება ისევ არ იყო ქვეყანაში და ჰაერში კვლავ ომის სუნი დადგა, სამხედრო საქმეში დიდი გამოცდილების მქონე თანამოაზრეებთან ერთად დავაარსე მოხალისეთა ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული მომზადებით დაკავდა და ათასობით ახალგაზრდის მომზადებაში გვაქვს მონაწილეობა მიღებული. ჩემი ბავშვობის ოცნება სხვებს ავუსრულე და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.

 სამოქალაქო მოძრაობის გამოფენა ეროვნ. სამხედრო მუზეუმის დაარსების მოთხოვნით
ამიერკავკასიის სამხედრო მუზეუმი

– უფრო ვრცლად მოგვიყევით ახალგაზრდული ლეგიონის შესახებ.
–  გენ. მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდული ლეგიონი არის წვევამდელი ასაკის ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ადგილი. ვატარებთ 2,5–თვიან საბაზისო კურსებს, ცალკეულ სწავლებებს და სემინარებს.
ყველა ჩვენი აქტივობა უფასოა და არც ხელფასს ვიღებთ, წლებია, ენთუზიაზმის დონეზე კეთდება და ასეულობით ახალგაზრდა მონაწილეობს ყოველ წელს.
2016 წლის მაისში გავაფორმეთ მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსთან, მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის (პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე) დიდი მხარდაჭერით, თანამშრომლობა განსაკუთრებით გაღრმავდა 2020 წელს და წინ ბევრი საინტერესო სიახლე გველის. სამწუხაროდ, პანდემიამ დაგვამუხრუჭა და ამ ეტაპზე ონლაინ სწავლებით შემოვიფარგლებით, მაგრამ ამ სირთულესაც დავძლევთ. იოლად მოპოვებულს მადლი არც აქვს.


ლეგიონში აკრძალულია პოლიტკაზე საუბარიც კი, ორგანიზაცია არის მკვეთრად აპოლიტიკური და მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე მუშაობს თავის სეგმენტში. ჩვენ არ ვანსხვავებთ ადამიანებს პოლიტიკური, რელიგიური, გენდერული და რომელიმე სხვა ნიშნით. თუ ახალგაზრდას სამხედრო-სალაშქრო ცოდნის მიღება უნდა და კანონმორჩილია, ჩვენი ორგანიზაციის კარი და გული მისთვის ღიაა.


– ხომ არ იყო კონკრეტული პიროვნება სამხედრო სფეროში, ვინც გავლენა იქონია თქვენს არჩევანზე?
– არა. ჩემ გარშემო სამხედრო პირები არ იყვნენ. პატრიოტული მუხტიდან და სამხედრო მუზეუმიდან წამოვიდა სამხედრო საქმით დაინტერესება.

– ვინ არის თქვენთვის ყველაზე ძლიერი მხედართმთავარი?
– მეთაური, რომელიც დასახულ ამოცანას მაქსიმალურად მცირე დანაკარგით ასრულებს, უფრთხილდება და ზრუნავს ჯარისკაცზე. ამ და სხვა მიზეზის გამო გიორგი მაზნიაშვილს დავასახელებდი მისაბაძ  მეთაურად. პირადი უზომო გამბედაობა შერწყმული იყო გონიერებასთან და ზომიერ რისკთან ჯარების მართვის დროს. გენერალი თამამად და აქტიურად იყენებდა მოხალისეებს. ყველა ოპერაციში, რომელსაც მაზნიაშვილი მეთაურობდა, პირადი შემადგენლობის მინიმუმ ნახევარი მოხალისე იყო, რაც ჩემთვის უმნიშვნელო ფაქტორი არაა.

– რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი და გამართული ჯარი სახელმწიფოს სტაბილურობისთვის?
– უსაფრთხოება ცალკე აღებული ადამიანის ცხოვრებაშიც ნომერ პირველი პრიორიტეტია, თუ ფიზიკურ არსებობას რეალური საფრთხე მოელის, წინსვლა შეუძლებელია. იგივე ეხება ერსაც, ჯარი არის კონსტიტუციური წესრიგის გარანტი და საგარეო საფრთხისგან დამცველი. დააკვირდით, ძლიერი ჯარი პირდაპირ უკავშირდება ქვეყნების გავლენას და ადგილს მსოფლიოში. მსოფლიოს გავლენიან ქვეყნებს ან ძალიან ძლიერი ჯარები ჰყავთ ან 100%–ით უსაფრთხოდ არიან სამხედრო ბლოკის გამო. შვეციარიაც კი, რომელსაც საფრთხე არსაიდან არ მოელის, ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა. საქართველოს შემთხვევაში, თუკი რაიმე სახის სიმეტრიული და ასიმეტრიული საფრთხე არსებობს, პირდაპირ დამიზნებულია ჩვენზე და ამ პირობებში ასეთი აგდებული და დამამცირებელი დამოკიდებულება ჯართან პოლიტიკოსების მხრიდან, დანაშაულია.
ჩვენი ამოცნაა, ისეთი ჯარი შევქმნათ, რომელიც გადააფიქრებინებს პოტენციურ მოწინააღმდეგეს, ძალა გამოიყენოს ჩვენ წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ისეთ საშინელ მდგომარეობაში ჩაგვაგდეს, ასეულობით ჩვენს მოქალაქეს იტაცებენ, ასეულობით ჰექტარს იზომავენ და საკუთარი მოქალაქეების და მიწების ელემენტარულ დაცვასაც არ/ვერ ვახერხებთ. რომელი ნორმალური ინვესტორი ჩადებს ფულს ასეთი უსაფრთხოების გარემოს მქონე ქვეყანაში? რა ბიზნესის განვითარებაზეა საუბარი? ანდაც სამხედრო ფლოტის გარეშე ფრონტისპირა ანაკლიაში საერთაშორისო პორტის ამოქმედება როგორ წარმოგიდგენიათ? აფსუებს მეტი მცურავი საშუალება აქვთ, ვიდრე ჩვენ, როცა მოუნდებათ, მაშინ უნდა შევრცხვეთ? არადა, მონდომების შემთხვევაში საკმაოდ ძლიერი ფლოტის შექმნა შეიძლება, მადლობა ღმერთს, კონკრეტული ხედვაც არსებობს და გამკეთებლებიც გვყავს ქვეყანაში. მხოლოდ პოლიტიკური ნება აკლია ამ და კიდევ ბევრი თემის დაძვრას.

– სამხედრო სამსახური უნდა იყოს სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი?
– ჩვენს ხედვაში აქცენტს ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურზე ვაკეთებთ, მაგრამ დამუშავებული გვაქვს სავალდებულო სამსახურის ორი მოკლევადიანი ვარიანტიც: 2,5 და 6–თვიანი. ისრაელში, ფინეთში, ესტონეთში, შვეციარიაში, სამხრეთ კორეაში, ავსტრიაში და ა.შ. არც განათლების მიღებაში, არც კარიერულ წინსვლაში და არც პირად თავისუფლებაში ჯარი ხელს არ უშლის ახალგაზრდას. თუ სავალდებულოზე შევთანხმდებით პოლიტსპექტრში, უნდა იყო ინტენსიური (დროის 60% საველე სწავლებაზე უნდა მოდიოდეს) და მოკლევადიანი, მომზადების ციკლის და სასწავლო პროგრამის გადაწყობის შემთხვევაში, ამ დროში შესაძლებელია ქვეითის გაწვრთნა და მომდევნო 3 წლით პირველი რიგის ტერიტორიული რეზერვის ბატალიონში ჩარიცხვა. 3 წლის შემდეგ დაახლ. 25,000 გაწვრთნილი და ომისთვის მომზადებული რეზერვისტი გვეყოლება (ეს ციფრი აღარ შემცირდება), რომლებსაც, ძირითადად, უმეთაურებენ თადარიგის ოფიცრები და სერჟანტები, რომლებიც შესაბამის ანაზღაურებად გადამზადებას გაივლიან.
ჯარი სოციალური მოვლენაა და კარგად მოწყობილი ახალგაზრდას სძენს საინტერესო გამოცდილებას, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაშიც გამოადგება, ხოლო მოკლევადიანი და კონკრეტული ბენეფიტების მქონე – ხელს საერთოდ არ შეუშლის პირად ცხოვრებაში.

– ალეკო ელისაშვილის გუნდს წარმოადგენთ. რამ განაპირობა პოლიტიკით თქვენი დაინტერესება და რატომ სამოქალაქო მოძრაობა?
პოლიტიკამ ეროვნული მოძრაობის გამოღვიძების დროს მიიქცია ჩემი ყურადღება, მაშინ მივხვდი, რამხელა გავლენა აქვს ერის და ცალკე აღებული ადამიანის ცხოვრებაზე პოლიტიკურ პროცესს, მაგრამ ამ სფეროში ჩაბმის სურვილი არ მქონია, რითაც ჩემი ერის წინაშე მოვიხდიდი მოვალეობას, იმ თემით დავკავდი. არასოდეს არ ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი, ან აქტიური მხარდამჭერი.
სამოხალისეო აქტივობის დაწყების დროს გადავიკვეთეთ, ალეკო მაშინ  „ტფილისის ჰამქარს“
ხელმძღვანელობდა და თბილისს იკვლევდა, მე სამხედრო ისტორიას ვუღრმავდებოდი, ძველი თბილისის ფოტოებმა და იუნკრებმა დაგვაახლოვეს, ერთ ტალღაზე მყოფმა ორმა ადამიანმა ბუნებრივად მონახა ერთმანეთი. მაშინ პოლიტიკაზე საერთოდ არ ვფიქრობდით და ვინმეს რომ ეთქვა, წლების მერე ერთ პარტიაში იქნებითო, გულიანად ვიცინებდი.
ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტულ მოძრაობაში 12 წლის მანძილზე ნანახმა ღრმად დამარწმუნა, რომ საქართველოს ერთ–ერთი ძირითადი პრობლემა მენტალურად მონა, საბჭოთა მიდგომების მქონე არაპატრიოტი პოლიტელიტაა. სხვა ქვეყნებში ასეთ ახალგაზრდულ მოძრაობებს ხელის გულზე ატარებენ, ჩვენთან გარკვეულ დონეზე ადიოდა საშუალო რგოლის დახმარებით, მაგრამ „უხილავი ძალა“ განვითარების საშუალებას არ აძლევდა, ასე შევეჯახე პოლიტიკური ნების ძალას, საკუთარ თავზე გამოცდილი მაინც სხვაა. ვნახე, როგორ „მუშაობდა“ სისტემა, მივხვდი, რომ სულ ასე იქნებოდა საქართველოში და ამდენი ნაწვალები შეიძლება, წყალში ჩაყრილიყო, რადგან თევზი თავიდან აგვიყროლდა.
ამ დროს დაიწყო ალეკომ პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა და როცა სამოქალაქო მოძრაობა დააარსა და თანამოაზრეებს საჯაროდ მიმართა, ერთის მხრივ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, გვერდში დავდგომოდი, რადგან ვიცოდი მისი მოტივაცია, მენტალობა, პრინციპულობა, ხედვა და მეორე მხრივ, თვალნათლივ ვხედავდი, რომ არსებული პოლიტელიტა შესავიწროებელი იყო ახალი, ანტისაბჭოთა მენტალობის, საკუთარი სამშობლოსა და ხალხის გულით მოყვარული ადამიანების მიერ.
კარგად მესმის, რა დონის უთანასწორო ბრძოლაში შევედით, რამხელა სიბინძურის დაძვრა გვინდა და ეს რა რისკებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სხვა გზა არაა. თავის დროზე ნორმალური ცხოვრების უფლება წაართვეს ჩემს თაობას და იგივეს უპირებენ ჩვენს შვილებს, ამას კი აღარ დავუშვებთ!
აღსაღნიშნავია, რომ ალეკოს ორივე ბიჭი და ჩემი შვილიც თბილისის ლეგიონის ახალწვეულების გაზაფხულის კურსზე არიან. 2007 წელს ამაზე ვერც ვიოცნებებდი.

 მიხეილ გიგაური. ლეგიონის ახალწვეული

– გაგვაცანით თქვენი ხედვა „მომავლის არმიის“ შესახებ
–  რამდენიმე ათეულ გამოცდილ და თავისი საქმის მოყვარულ სამხედროსთან კონსულტაციების გავლის შემდეგ 2019 წლის მარტში გავამზადეთ სამოქალაქო მოძრაობის დარგობრივი ხედვა „მომავლის არმია“, რომელიც 20 თავის და დაახლ. 200 პუნქტისგან შედგება. მისი ნახვა ამ ბმულზე შეიძლება.

გამოვყოფ ოთხ საკითხს:
1) ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გააფორმონ „თავდაცვის აქტი“, ანუ პარტიებს შორის შეთანხმებული ეროვნული თანხმობის დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება თავდაცვის ძალების განვითარების დაახლ. 8–წლიანი ხედვა (ორი საარჩევნო ვადით) და რომელსაც ვერც ერთი პარტია ან მინისტრი ვეღარ შეცვლის თვითნებურად. ამ შეთანხმებაზე დაშენდება ყველაფერი დანარჩენი.
2) თავდაცვის დაფინანსება არის მიზერული, შეუძლებელია ბრძოლისუნარიანი ჯარის შექმნა ამ ბიუჯეტით. აიცულებელია მისი გაზრდა, რომელიც რა თქმა უნდა, გაწერილი და დასაბუთებული უნდა იყოს.
3) საჭიროა მაღალკვალიფიციურ, პასუხისმგებლობის მქონე და ინიციატივიან ოფიცერთა და სერჟანტთა კლასის ფორმირება, რადგან მათ უნდა შეასხან ხორცი ხედვას და მისგან გამომდინარე გეგმებს. ეს მოითხოვს სამხედრო საქმის პრესტიჟის გაზრდას, ფილტრაციას და სასწავლო პროცესის გარკვეულ შეცვლას.
4) სამოქალაქოთა ჩართულობა არის თითქმის ნულოვანი. ჯარი თავისთვისაა და ხალხი – თავისთვის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ახალგარდული ლეგიონის გაშლა მთელი საქართველოს მასშტაბით და ნებაყოფლობითი თავდაცვის ლიგის დაარსება, სადაც სამოქალაქო პირები ჩაეწერებიან და მიიღებენ შესაბამის ცოდნას, რომელიც ჯარს შეეშველება ომის, ან კრიზისის დროს, გამოათავისუფლებს პირადი შემადგენლობის ნაწილს.
სხვათა შორის, ახალი მინისტრის (ი. ღარიბაშვილი) დანიშვნის შემდეგ ჩვენი ხედვის რამდენიმე პუნქტის რეალიზება უკვე დაიწყო, რასაც მივესალმებით.

– სწორი მენეჯმენტის პირობებში რა დროა საჭირო სრულფასოვანი სამხედრო რეფორმის გატარებისთვის?
– სწორი მართვის და საკმარისი დაფინანსების შემთხვევაში 3-4 წელი საკმარისი იქნება პირველი ხელშესახები შედეგის მისაღებად. ოპტიმალური კი 8 წელი მგონია.

– პრორუსული ძალები ცდილობენ სამხედრო მიუმხრობლობის პოპულარიზაციას, არის თუ არა საქართველოს პირობებში შესაძლებელი ნეიტრალიტეტის გამოცხადება? და რა შედეგებს მოგვიტანს?
– იგივე შედეგს მოგვიტანს, რაც 1921 წელს მოგვიტანა, მაშინ არავინ გვედგა გვერდში 1920 წლის გაზაფხულიდან,  ამიტომ საკუთარი დე–იურე და დე–ფაქტო აღიარება (1920 წლის 7 მაისის) და გამოცხადებული ნეიტრალიტეტი გადაგვახიეს თავზე რუსებმა. პრორუსებმა იციან ეს და მაგიტომ უჭერენ მხარს ნეიტრალიტეტს, რათა საგარეო დახმარების შანსი დაგვეკარგოს და გარანტირებულად შემოვიდეს რუსეთი საქართველოში, შედეგად ეს ვაჟბატონები მოგვევლინონ ახალ მთავრობად განუსაზღვრელი ვადით და ძალაუფლებით. გავლილი გვაქვს ეგ სიმღერა თავის დროზე, ასე რომ, მაგ საკენკით თანამედროვე ბოლშევიკები თუ იკვებებიან.
ნეიტრალიტეტს არც ერთი ქვეყნისთვის არ მოუტანია ხეირი. ზოგადად ნეიტრალიტეტი არსებობს ორი სახის: პრესტიჟული, როცა საფრთხე არავისგან არ გემუქრება (მაგ.: შვეციარია, ავსტრია), ან იძულებითი, როცა საფრთხე რეალურია, მაგრამ დახმარებას არავისგან არ ელი (მაგ. ბალტიისპირეთი 1930–იან წლებში). მოკავშირე ქვეყანა არასოდეს არ მოითხოვს მეგობრისგან ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, როგორც წესი, ეგ არის მტრის მოთხოვნა!
ნორვეგიამ 1814 წელს გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, 1940 წლამდე არავის აინტერესებდა მათი დაპყრობა და ცხოვრობდნენ მშვიდად, პირველივე დაინტერესებულმა ქვეყანამ ანუ გერმანიამ, 1940 წელს უცებ გამოუყვანა წირვა. იგივე ისტორია აქვს ჰოლანდიას, რომელმაც 1839 წელს გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და დაიპყრეს 1940 წელს. შეაჩერა აგრესორი ნეიტრალიტეტმა? არა. ისწავლეს ჭკუა? დიახ. ორივე NATO-ს წევრია.

– აქვე მინდა, გკითხოთ, რა მნიშვნელობა აქვს ქართული ჯარის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას?
საერთაშორისო მისიები არის NATO-ს ჯარებთან კონტაქტების გაღრმავების, წვრთნის, საბრძოლო სიტუაციაში გამოცდილების მიღების და სამწუხაროდ, ნორმალური ანაზღაურების მხოლოდ საზღვარგარეთ მიღების საშუალება.
საჭიროა ჩართულობის სხვა მიმართულებითაც გაღრმავება. მაგალითისთვის მოვიყვან ორ ამონარიდს „მომავლის არმიის“ ხედვიდან:
11.9 აუცილებელია უცხოეთის მისიებში ვიწრო სპეციალობის სამხედრო მოსამსახურეების (მაგ.: ინჟინრები) მივლინება გამოცდილების მისაღებად და გასაზიარებლად.
15.2 მომზადების მაღალი დონის შესანაჩუნებლად და გამოცდილების დასაგროვებლად როტაციის საფუძველზე (შენიშვნა: სპეციალური ოპერაციების ძალები) რეგულარულად უნდა მონაწილეობდნენ პარტნიორი ქვეყნების მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში, ერთობლივ წვრთნებში მინიმუმ ოცეულის ზომის დანაყოფით და საერთაშორისო შეჯიბრებებში.
ჩემს პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როგორ ჩაიშალა ქართული მხარის პასიურობით აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან ძალიან სერიოზული თანამშრობლობის შესაძლებლობა ერთ–ერთ სფეროში მაშინ როცა ამერიკული მხარე მზად იყო. არსებული სისტემისგან მიღებული ერთ-ერთი პირადი შოკი ამ შესაძლებლობის ჩაშლა იყო.

– თქვენი აზრით, კორონა ვირუსით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იმოქმედებს თუ არა ძალთა გადაბალანსებაზე მსოფლიოში და როგორია თქვენი პროგნოზი?
– რა თქმა უნდა, მსოფლიო ისეთი ვეღარ იქნება როგორიც აქამდე იყო.  პრიორიტეტები ახლებურად გადანაწილდება და ყველა ქვეყანა პირველ რიგში საკუთარ თავზე იზრუნებს და შემდეგ უკვე – თავის მოკავშირეზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თვითმკმარობა და ძლიერი მეგობრების ყოლა, რომლებმაც უკვე გამოყვეს 3,5 მლრდ. დოლარი ჩვენს დასახმარებლად, ხოლო „ერთმორწმუნე“ ქართული მიწების მიტაცებითა და ადამიანების გატაცებითაა დაკავებული მსოფლიო პანდემიის დროსაც კი! წარმოუდგენელი ბოროტებაა! ამ დროს ტერორისტებმაც კი შეწყვიტეს ტერაქტები! ასე რომ, ჩვენს შემთხვევაში სიახლეს არ ველოდები, ყველაფერი ისედაც ნათელია. ასეთ დროს ძალიან კარგად ჩანს, ვინ ვინაა როგორც პიროვნულ, ასევე ორგანიზაციების და ქვეყნების დონეზეც კი.
როგორც ჩანს SARS-ის ვირუსი ბოლომდე გაშიფრული არაა, მისგან რას უნდა ველოდოთ მომავალში, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, ამიტომ გლობალური პროგნოზისგან თავს შევიკავებ.

– თქვენ რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყოთ …
ნებისმიერი თანამდებობა ან პოზიცია ჩემთვის საქმის კეთების საშუალებაა. რახან შეკითხვა მინისტრობას ეხება, ცოტა წავიფანტაზიოროთ … თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის და პარტიებს შორის „თავდაცვის აქტის“ ხელმოწერის გარეშე ამ თანამდებობას არ დავთანხმდებოდი, რადგან ხედვის რეალიზაციის და თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ამაღლების საშუალება არ მექნებოდა. „თავდაცვის აქტის“ გარეშე არც იმის გარანტია მექნებოდა, რომ ჩემი მომდევნო მინისტრი არ აურევ-დაურევდა დაწყებულ საქმეს. ჩვენთან როგორ ხდება? ახალი მინისტრი ან ჩინოსანი მისი პირადი ხუშტურებიდან გამომდინარე იწყებს რეფორმებს, სიახლეების დანერგვას და ა.შ. თუ გინდათ, ჯარი ბრძოლისუნარიანი არ იყოს, გამუდმებით უნდა უტაროთ რეფორმები. მოკლედ: კაბინეტში ჯდომა, შავი ჯიპით და დაცვით სიარული, ზეიმებზე ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვა – არ მხიბლავს. მუშაობის იმიტაციისთვის და ბოლის გასაშვებად (ეს ისედაც არ გვაკლია ბოლო 28 წელიწადია) ნამდვილად არ მოვდივართ პოლიტიკაში.
ჩემთვის საქმის კეთების ინსტრუმენტია პოლიტიკაც, რომელსაც არც გავეკარებოდი, რომ არა არსებული არანორმალური სიტუაცია ქვეყანაში. ათ წელზე მეტია, ველოდებოდი სასიკეთო ცვლილებას და როცა იმედი გადამეწურა, მედესანტეების ცნობილ დევიზამდე მივედი: „ვინ, თუ არა ჩვენ?!“

ასეა: ინტერვიუს პირველწყარო

დამფუძნებელი კრების არჩევნები (ნოემბერი 1917)


1917 წლის ნოემბერში რუსეთის იმპერიაში ჩატარდა რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნები. ამ დროს სამხრეთ კავკასია მოწყვეტილი იყო რუსეთის პოლიტიკური ცხოვრებისგან, ამიტომ ეს არჩევნები სინამდვილეში ამიერკავკასიის მთავრობის არჩევნებად იქცა და დიდწილად ლეგიტიმაცია მისცა ამიერკავკასიის სეიმს და საქართველოს ეროვნულ საბჭოს, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა დამოუკიდებლობის გამოცხადებაში 1918 წლის 26 მაისს.
ამიერკავკასიის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 16-მა პარტიამ. სია დალაგებულია საარჩევნო ნომრის მიხედვით, ხოლო * მიუთითებს რომ პარტიაში უმეტესობა ეროვნებით ქართველი იყო:

*(1) სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (მენშევიკები)
(2) კონსტიტუციურ-დემოკატიული პარტია (კადეტები)
*(3) სოციალისტ-რევოლუციონერების პარტია (ესერები)
(4) სომხეთის რევოლუციური ფედერაცია (დაშნაკები)
*(5) სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (ბოლშევიკები)
*(6) სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტია
(7) სომხეთის სახალხო პარტია
*(8) ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
*(9) სახალხო-სოციალისტური პარტია
(10) თურქული დემოკრატიული პარტია ფედერალისტებისა - "მუსავატი"
(11) მუსულმანთა სოციალ-დემოკრატიული პარტია "გუმეტი"
(12) მუსულმან სოციალისტთა ბლოკი
(13) დასავლეთ კავკასიის მუსულმანები
(14) რუსეთის მუსულმანები
(15) სიონისტური სოციალისტური პარტია
*(16) რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია

საქართველოში დიდი უპირატესობით მოიგო სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (მენშევიკები), რომელიც 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე იბრძოდა ხალხის პირობების გასაუმჯობესებლად, კარგად იყო ორგანიზებული და ყავდა გამოცდილი კადრები. აღსაღნიშნავია რომ თბილისის სამხედრო გარნიზონი, სადაც ხმები ცალკე დაითვალეს, მოიგეს ბოლშევიკებმა.

დაზუსტება: ბოლშევიკებმა თბილისში მიიღეს 6,045 ხმა, ხოლო ჯარში 13,482 (სულ: 19,527).

 ქართულ პოლკში მენშევიკებმა აიღეს 829 ხმა, ედპ-მ 11 და ბოლშევიკებმა 9
არაქართული დანაყოფები, 218-ე პოლკის გარდა მოიგეს ბოლშევიკებმა

რუსეთის ჯარის დიდი ნაწილი, სამრეწველო ცენტრების მოსახლეობა (სადაც მუშები და საჯარისო ნაწილები ჭარბობდნენ) წამოეგო ბოლშევიკების პროპაგანდას ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, გლეხებისთვის მიწების სამართლიანი დარიგების, მუშებისთვის ქარხნების გადაცემის და საყოველთაო არჩეული საბჭოების დაარსების შესახებ. ამ არჩევნებს მოჰყვა ბოლშევიკური კონტრრევოლუცია, რომელსაც გერმანია აფინანსებდა - დაპირებებიდან არაფერი შესრულებულა, გარდა დაუყოვნებელი ზავისა გერმანიასთან, რამაც სამოქალაქო ომი გამოიწვია რუსეთში.

თვალსაჩინოებისთვის ვნახოთ თუ როგორ განაწილდა ხმები ზოგერთ ქალაქსა თუ დაბაში:










თბილისის არჩევნების შედეგების დეტალური ცხრილი (ფაილი დიდდება):


მონაცემები აღებულია გაზეთ "ერთობის" 1917 წლის ნოემბრიდან (ეროვნული ბიბლიოთეკა)

საარჩევნო აფიშები (რუსეთში)






 დაშნაკების პარტიის ქუთაისის კომიტეტის ბეჭედი