ჩემი ბიოგრაფია



დავიბადე 1976 წლის 2 იანვარს თბილისში

1992-1997 წლებში ვსწავლობდი თსუ-ს ანალიზური ქიმიის კათედრაზე, გარემოს დაცვის სპეციალობით

1999 წელს ვსწავლობდი კიოლნის უნივერსიტეტში (მიმართულება: ფილოსოფიის ფაკულტეტი). მაინტერესებდა ქრისტიანული თეოლოგია და ბიბლეისტიკა, განსაკუთრებით ახალი აღთქმის ტექსტები და წმინდა წერილის თანამედროვე ენაზე გადმოცემის საკითხი

1994-1996 წლებში გავიარე თსუ-ს უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი. დასკვნით საველე შეკრებაზე ქუთაისის 22-ე ბრიგადაში (ს/ნ 10144) ვიყავი კურსანტების ოცმეთაური.

2007-2008 წლებში მოხალისეთა მოძრაობის თანადამფუძნებელი. თანამებრძოლებთან ერთად ჩამოვაყალიბე დასავლური ტიპის თავდაცვის მოხალისის მომზადების პროგრამა.  ვითვისებდით მცირე ჯგუფების ტაქტიკას, ვტესტავდით მოხალისეთა ახალ მეთოდიკას  ბრიტანეთის არმიის მსუბუქი-ქვეითის სასწავლო პროგრამის მიხედვით.

2009-2011 წლებში საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისის თავმჯდომარე და სამხედრო-სალაშქრო კურსის ავტორი

2013 წლიდან დღემდე გენერალ მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდული ლეგიონის გამგეობის წევრი და თანადამფუძნებელი. განათლების და სპორტის მიმართულების მეთაური.
 
ხედვა "მომავლის არმიის" ინიციატორი და თანაავტორი 20 -მდე პრაქტიკოს სამხედროსთან ერთად.

🔺 ვიკვლევ სამხედრო ისტორიას და განსაკუთრებით 1918-1921 წლების შეიარაღებულ ძალებს, ამ თემაზე გამოქვეყნებული მაქვს ათეულობით სტატია და ვმართავ გვერდს "შეიარაღებული ძალები 1918-1921".
2017 წელს ვხელმძღვანელობდი საქართველოში პირველ საბრძოლო არქეოლოგიის პროექტს: "ტაბახმელას N4 სანგრის გამოკვლევა". 2019 წელს გავთხარეთ თბილისის ზღვის მიდამოებში აღმოჩენილი გვიანბრინჯაოს პერიოდის მეომრის საფლავი

🔺 მყავს მეუღლე და ორი შვილი

🔺 თავისუფლად ვსაუბრობ რუსულ ენაზე, საყოფაცხოვრებო დონეზე ვიცი გერმანული და ინგლისური

🔺 მაინტერესებს ფეხბურთი და ისტორია. ვუსმენ ფოლკმეტალს. მიყვარს კარგ ხალხთან ერთად ლაშქრობა. პოლიტიკური შეხედულებით ვარ მემარჯვენე-ცენტრისტი, სამოქალაქო ნაციონალიზმის მომხრე. აღმსარებლობით ქრისტიანი