ქართული ტანკი ბერლინში

 რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ინგლისმა და საფრანგეთმა კომუნისტების წინააღმდეგ მებრძოლ "თეთრ გვარდიას" მიაწოდა 74 ტანკი, მათ შორის ინგლისური Mk V ითლებოდა მძიმე ტანკად, რომელსაც ორი 57 მმ ქვემეხი და 4 ტყვიამფრქვევი ჰქონდა (ან 6 ტყვიამფრქვევი). ეკიპაჟში 8 კაცი შედიოდა. ტანკს სავსე ავზით შეეძლო 72 კმ-ს გავლა და მხოლოდ 8 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებდა.
1920 წლის გაზაფხულზე სტეფანწმინდაში შემოვიდა ჩრ. კავკასიიდან უკანდახეული გენერალ ერდელის დაჯგუფება, რომლებიც განაიარაღეს და ორი ბრიტანული ტანკი Mk V (N9330 და N9146) ჩამოვართვით, ტანკებმა გველეთის ხიდამდე თავისი სვლით იარეს, მაგრამ გაფუჭდნენ და თბილისში ურმებით ჩამოიტანეს.
ორივე ტანკი სახალხო გვარდიის ჯავშნოსან საავტომობილო სატანკო დივიზიონში ჩარიცხეს. ტანკების მწყობრში ჩაყენება ვერ მოხერხდა და 1921 წელს წითელ არმიას დარჩა.
1921 წლის მაისში ტანკები საქართველოს წითელ არმიას ჩამოართვეს და რუსეთში გააგზავნეს როგორც "ქართველი ხალხის საჩუქარი" და 1930 წლამდე ირიცხებოდნენ წითელი არმიის შემადგენლობაში. 1938 წელს ტანკი N9146 მოხვდა სმოლენსკში როგორც სამუზეუმო ექსპონატი.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს გერმანელებმა დაიკავეს სმოლენსკი, წაიღეს ტანკი და დადგეს ბერლინში, სამხედრო-ისტორიული მუზეუმის ეზოში, ლუსტგარტენის მოედანზე. 1945 წლის მაისში ტანკი მოედანზე გამოიყვანეს და როგორც ჩანს, ცდილობდნენ გამოეყენებინათ როგორც უძრავი საცეცხლე წერტილი.




გერმანელებმა არ გადაღებეს ორიგინალი ნომერი და 1921 წლის (თბილისი) და 1945 წლის (ბერლინი) ფოტოებზე ტანკზე კარგად მოსჩანს სერიული ნომერი: 9146. ტანკთან სიამოვნებით პოზირებდნენ როგორც საბჭოთა, ასევე ბრიტანელი სამხედროები.
 სამწუხაროდ, ტანკი მოედანზევე დაშალეს და ალბათ ჯართში გაუშვეს.


წყარო: დიმიტრი სილაქაძე. ლერი ფრანგიშვილი. Shushpanzer;
სტატია: პირველი ტანკები საქართველოში