სახალხო გვარდიის მთავრი შტაბი : ფოტოები

 
მარჯვნიდან: 1). ვ. ჯუღელი 3). ა. კონიაშვილი 4). ს. მაისურაძე 5). ა. დგებუაძე 6). ა. მესხიშვილი (1918 წ.)

სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრების ფოტოგალერეა.

ნოე ჟორდანია (1868-1953) საპატიო თავმჯდომარე

ვალიკო ჯუღელი (1887-1924) თავმჯდომარე. წავიდა ემიგრაციაში. ფარულად დაბრუნდა 1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად. დააპატიმრეს თბილისში პასტერის ქუჩაზე და დახვრიტეს 30 აგვისტოს, აჯანყების დაწყების მეორე დღეს

ალექსანდრე დგებუაძე (1883-1937) მოადგილე. დააპატიმრეს 1921 წელს ნაძალადევის მუშათა კლუბში მისული სტალინის მწვავე საჯარო კრიტიკის გამო და აღარც გაუნთავისუფლებიათ. დახვრიტეს რეპრესიების დროს

ალექსანდრე მაისურაძე (1884-1918) მოადგილე. დაიღუპა სომხეთ-საქართველოს ომში 19 თებერვალს კატერინენფელდის ბრძოლაში

სილიბისტრო ჯიბლაძე (1859-1922) საპატიო წევრი. დააპატიმრეს 1921 წელს. გამოუშვეს მეტეხის ციხიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. გარდაიცვალა თბილისში კონსპირაციულ ბინაში გულის უკმარისობით

ვლადიმერ ჯიბლაძე (1879-1938) - მოადგილე. გაასახლეს კავკასიიდან 1931 წელს და დახვრიტეს მოსკოვში რეპრესიების დროს

ანდრო ჭიაბრიშვილი (1884-1926 ის შემდეგ) - მოადგილე. 1921 წელს მცირე ხნით ცხოვრობდა სტამბოლში, მალევე დაბრუნდა საქართველოში და დააპატიმრეს. 1922 იმყოფებოდა ქ. არხანგელსკის ბანაკში. 1926 წელს გაანთავისუფლეს და მისი შემდგომი ბედი უცნობი

დავით საღირაშვილი (1887-1962) - მოადგილე. დააპატიმრეს 1921 წელს. 1922 წელს გაასახლეს გერმანიაში. გარდაიცვალა ვაშინგტონში (აშშ)

რუბენ აუშტროვი (1887-1937) - მდივანი. გარდაიცვალა ემიგრაციაში საფრანგეთში

გოგიტა ფაღავა (1895-1924) - მდივანი. ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური წევრი. დახვრიტეს რუსეთის ქალაქ სუზდალის ციხეში

ალექსანდრე ფარნიევი (1883-1927 წლის მერე) დააპატიმრეს 1921 წელს. 1923 წელს დატოვა სოც.-დემ. პარტია. 1927 წელს იყო ტრამვაის სამმართველოს უფროსი. შემდეგომი ბედი უცნობია

ზაქარია გურული (1878-1937) დარჩა საქართველოში, აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში. გადაასახლეს და დახვრიტეს რეპრესიების დროს

ერმალოზ სირბილაძე (1875-1937) მცირე ხნით წავიდა ემიგრაციაში. მალევე დაბრუნდა საქართველოში. დახვრიტეს რეპრესიების დროს

მიკირტიჩ ვარდოიანი (1871-1955) წავიდა ემიგრაციაში. გარდაიცვალა საფრანგეთში. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე

ლ. რუხაძე (1884-1937) - ჩამოშორდა პოლიტიკას 1921 წლის შემდეგ. მოღვაწეობდა თსუ-ში იურიდიულ ფაკულტეტზე. დახვრიტეს რეპრესიების დროს

იაკობ ხარაში

თ. შენგელია

ტ. პარკოსაძე

ვ. გოგეშვილი

ი. ქარცივაძე

ვ. მუხარინსკი

ს. გლახოიანი

ნ. კახიანი

მიხეილ ძამანაშვილი (1888-1938) - დარჩა საქართველოში. 1926 წლიდან კომპარტიის წევრი. დახვრიტეს რეპრესიების დროს


ბ. დგებუაძე

სხვადასხვა ფოტოები

მიმდინარე შეჯამება

🔺 არსებობს მთავარი შტაბთან დაკავშირებული 25-ვე ადამიანის ფოტო და ყველა მათგანი ზუსტადაა ამოცნობილი.
🔺 9 პიროვნების შესახებ ბიოგრაფიული მონაცემი ამ ეტაპზე ცნობილი არაა. ეს დანაკლისი შეივსება ახალი მონაცემების აღმოჩენისთანავე.
🔺 25 პიროვნებიდან ემიგრაციაში წავიდა და იქ დამკვიდრდა მხოლოდ 3. 12 დარჩა, ან ჩამოვიდა საქართველოში, 1 დაიღუპა ფრონტზე. ანუ ვისი ბიოგრაფიაც ვიცით, მათი 80% ან საერთოდ არ წასულა და ან არ დარჩენილა ემიგრაციაში!

სია შედგა სახალხო გვარდიის ოფიციალური ჟურნალის და 1918-1921 წლების პრესის მასალების მიხედვით.
დამხმარე წყაროები: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი; საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919 (სოვლაბი), pirvelirespublika.blogspot.com; სტალინური სიები საქართველოდან;