ავსტრიის ტერიტორიული რეზერვი - Milizstand



ავსტრიის სახმელეთო ძალები შედგება ორი ტიპის დანაყოფებისგან: რეგულარული და კადრირებული სარეზერვო (Milizstand). რეგულარულ ბატალიონში 6 თვიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მოქალაქეს შეუძლია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ნებაყოფლობით ჩაეწეროს ტერიტორიული რეზერვის დანაყოფში და სამხედრო სამსახური შეუთავსოს სამოქალაქო ცხოვრებას (Part Time Soldier). მილიციის შეკრებები ტარდება შაბათ-კვირას, ან შვებულების დროს. მილიციის ბატალიონი მჭიდროდ თანამშრომლობს თავისი რაიონის რეგულარულ ბატალიონთან.

მილიციის 10 ბატალიონი

ავსტრია დაყოფილია 9 სამხედრო რაიონად (Militärkommando), თითოში 1 რეგულარული და 1 მილიციის ბატალიონით (მხოლოდ ვენის რაიონშია მილიციის 2 ბატალიონი), რაიონების შემადგენლობაშია მილიციის მესანგრეთა 9 ასეული და ცალკეული მსუბუქი-ქვეითი ასეულები მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად. ომის შემთხვევაში რაიონის შემადგენლობაში დაახლ. 2,500 მებრძოლი მობილიზდება. მილიციის მსუბუქი-ქვეითი ბატალიონების სია:
  • Jägerbataillon Wien 1 „Hoch- und Deutschmeister“ (Wien)
  • Jägerbataillon Wien 2 „Maria Theresia“ (Wien)
  • Jägerbataillon Salzburg „Erzherzog Rainer“ (Tamsweg)
  • Jägerbataillon Steiermark „Erzherzog Johann“ (Graz)
  • Jägerbataillon Kärnten (Klagenfurt)
  • Jägerbataillon Tirol (Innsbruck)
  • Jägerbataillon Vorarlberg (Bregenz)
  • Jägerbataillon Niederösterreich "Kopal" (Sankt Pölten)
  • Jägerbataillon Burgenland (Eisenstadt)
  • Jägerbataillon Oberösterreich (Hörsching)

მილიციის ანაზღაურება

ყოველ თვე: 222 ევრო
მილიციაში შესვლის ერთჯერადი კომპენსაცია: 1,264 ევრო
წოდებრივი დანამატი იწყება ეფრეიტორიდან (60 ევრო) და მთავრდება პოლკოვნიკით (372 ევრო)
თუ მილიციელი უცხოეთის მისიაში წავა, ყოველთვიური დანამტი იზრდება 512 ევრომდე
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ რიგითი იღებს 377, სერჟანტი 483, ხოლო ოფიცერი 623 ევროს.




ფოტოების წყარო: Jägerbataillon Niederösterreich - Kopal, MilizKp JgKp Korneuburg; bundesheer.at;