NATO-ს სამხედრო ბლოკში შემავალ ქვეყნებში მოქმედებს "სტანდარტიზაციის შეთანხმება" (Standardization Agreement, აბრევიატურა: STANAG), რომელსაც შესაბამისი სააგენტო კურირებს. ამ შეთანხმებით დადგენილია მოქმედებათა ერთიანი თანმიმდევრობა, საშტაბო ტერმინოლოგია, განსაზღვრულია იარაღის კალიბრი და უნიფირებულია სხვადასხვა არმიების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რათა NATO-ს ბლოკის ჯარებმა შეძლონ ერთმანეთთან ოპერატიულ-ადმინისტრაციული მუშაობა (ილაპარაკონ "ერთ სამხედრო ენაზე") და იოლად შეუთავსონ ერთმანეთს საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კავშირგამბულობის და საინფორმაციო სისტემები. ამ სტანდარტით გაწვრთნილი გერმანული, ბერძნული, ან ბელგიური არმიების ბატალიონის შტაბები ერთნაირად მუშაობენ და თავსებადები არიან როგორც დოკუმენტაციით და მოქმედების ლოგიკით, ასევე ვაზნების და ჭურვების მხრივაც. ნატოში შემავალი ქვეყნები რატიფიცირების შემდეგ ნერგავენ (ან არ ნერგავენ) ამა თუ იმ STANAG-ს საკუთარ არმიაში.
ამ დროისთვის შემოღებულია 1,200-ზე მეტი STANAG-ი რომლებიც ძირითადად ეხება საბრძოლო მასალების კალიბრს და თავად ამ საბრძოლო მასალებს, საშტაბო სამუშაოს, კარტოგრაფიას, კავშირგაბმულობის საშუალებებს და ა.შ. მათი უმეტესობა უინტერესოა თავად სამხედროთა დიდი ნაწილისთვისაც კი, რადგან ვიწრო სპეციალობებს ეხება. მაგალითად: STANAG 1052 (32-ე გამოცემა, 12.06.2006): "მოკავშირეთა წყალქვეშა ნავების და წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო წვრთნების სახელმძღვანელო" (Submarine and Anti-Submarine Exercise Manual) ქვეითს, ან არტილერისტს არაფერში არ სჭირდება. ზოგიერთი კი სამხედრო საქმით დაინტერესებულმა ყველა ადამიანმა იცის, მაგალითად: STANAG 4172 -ით 5,56X45 კალიბრის ვაზნა დადგენილია NATO-ში შემავალი ჯარების ძირითად კალიბრად ავტომატური შაშხანებისთვის, ანუ სულერთია NATO-ში შემავალ რომელ ქვეყნაშია გამოშვებული ვაზნა, ის თავსებადია NATO-ს ქვეყნების შეიარაღებაზე არსებულ სხვადასხვა ავტომატურ შაშხანასთან.
საქართველოში ხშირად გამოიყენება შემდეგი ტიპის ფრაზები: "ნატოს სტანდარტების ახალი ქართული რეზერვი", "სასწავლო პოლიგონზე ნატოს სტანდარტების ნაღმმტყორცნელთა საველე წვრთნები დასრულდა" და ა.შ. სინამდვილეში არ არსებობს STANAG- ი რომელიც არეგულირებს რეზერვის ფორმირება-გამოყენების ერთიან წესს, NATO-ში შემავალ ყველა ქვეყანას საკუთარი ამოცანების მიხედვით აქვს მოწყობილი რეზერვი. ლატვიის, ან ნორვეგიის არმიის რეზერვი საერთოდ არ გავს გერმანიის, ან საფრანგეთის არმიის რეზერვს. როცა ნაღღმტყორცნელები ისვრიან საბჭოთა სტანდარტის 82 მმ კალიბრის ჭურვებს, ნაცვლად NATO-ს 81 მმ ჭურვებისა, STANAG-ზე საუბარი, მინიმუმ უხერხული უნდა იყოს.
ასე რომ, ხშირად ფრაზა: "NATO-ს სტანდარტ"-ს ჩვენს რეალობასთან ბევრი არაფერი აკავშირებს და დაახლოებით "ევრორემონტის" შინაარსისაა, რომელიც ალბათ "ხარისხიან, გარეგნულად კარგ რაღაცას" ნიშნავს.
STANAG-ების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
Standardization Agreements

NATO-ს სამხედრო რუკის სიმბოლოები