რეიმსი
7 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში მოკავშირეთა საექსპედიციო ძალების მთავარ შტაბში ღამის 02:41-ზე ხელი მოეწერა გერმანიის შეირაღებული ძალების უსიტყვო კაპიტულაციის აქტს, რომელიც გერმანელების თხოვნით ძალაში შევიდოდა 48 საათის შემდეგ, 8 მაისს 23:01 წუთზე.
ხელი მოაწერეს გენერლებმა: ა. იოდლმა (გერმანია), სსრკ-ს წარმომადგენელმა შტაბში ი. სუსლოპაროვმა, უ. სმიტმა (აშშ-ინგლისი) და როგორც მოწმემ ვ. სევეზმა (საფრანგეთი).
სუსლოპაროვი არ დაელოდა პასუხს მოსკოვიდან და საკუთარი პასუხისმგებლობით მოაწერა ხელი, რაც ძალიან არ მოეწონა სტალინს, რომელსაც ევროპაში ომის ოფიციალური დასრულება ბერლინში, საბჭოთა სექტორში უნდოდა. მან თხოვნით მიმართა აშშ-ს და ბრიტანეთის ლიდერებს, არ გაეხმაურებინათ ეს აქტი, სანამ ბერლინში არ მოხდებოდა ხელმოწერა, რაზეც უარი მიიღო.
Office of War Information - ourdocuments.gov
ბერლინი
8 მაისს საღამოს ბერლინში, (მოსკოვის დროით 9 მაისს 00:43-ზე) ხელი მოეწერა მეორე აქტს, რომელმაც დაადასტურა პირველი. ამჯერად ხელი მოაწერეს მარშლებმა: ვ. კაიტელმა (გერმანია), გ. ჟუკოვმა (სსრკ) და ტედერმა (აშშ-ინგლისი).
Joint Chiefs of Staff - catalog.archives.gov
ამგვარად რეიმსის ძირითად აქტს ხელი მოეწერა 7 მაისს და ძალაში შევიდა 8 -ში, ხოლო ბერლინის მეორად, დამადასტურებელ აქტს ხელი მოეწერა 8 მაისს.
განაწყენებულმა სტალინმა 9 მაისი გამოაცხადა ევროპაში ომის დასრულების დღედ სსრკ-სთვის, რითაც თავიდან აირიდა ახალი მტრების: აშშ-ს და ბრიტანეთთან ერთად ამ თარიღის აღნიშვნა. გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური და რეალობასთან მას კავშირი არ ჰქონდა, რაც კარგად იცოდა სტალინმაც, რომელმაც ეს ბრძანება გამოსცა (ყურადღება მიაქციეთ კაპიტულაციის თარიღს, ჯარმა იცოდა რომ 8-ში მოხდა ხელმოწერა და 9 მაისი ამიტომ არ ახსენა):
კაპიტულაციის სრული ტექსტი ქართულად
ბრძანებულება სსრკ-ში ომის დასრულების 9 მაისს აღნიშვნის შესახებ
წარმოდგენილი საბუთები დიდება მასზე დაჭერის შემდეგ!